ზურაბ ქადაგიძე: „ფარას“ კანონმა სააკაშვილის ერთი საქმით რამხელა რეზონანსი გამოიწვია და ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ ამოქმედებულიყო, რა მოხდებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
579 24 ივლისი 2023, 18:01
ახლა თუ ერთი პერსონის დახარჯული მილიონობით დოლარი გამომზეურდა „ფარას“ კანონით, საქართველოში რეესტრის შექმნის შემდეგ რა მასშტაბებს მიაღწევდა ლობიზმი და თანხების რაოდენობა, თუ გიფიქრიათ?“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ფარას“ კანონი ამერიკაში მოქმედების პირობებშიც კი ძალიან ბევრ დაფარულ საქმეს ხდის ფარდას საქართველოსთან დაკავშირებით და გაცილებით მეტი რამ გამოაშკარავდებოდა, საქართველოშიც რომ მიგვეღო.

„ფარას“ კანონმა სააკაშვილის ერთი საქმით რამხელა რეზონანსი გამოიწვია, რა დონის საერთაშორისო ლობისტური სქემა გამოააშკარავა და ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ ამოქმედებულიყო, ანალოგიური კანონი, რომელზეც ისტერია მოაწყვეს მარტში, რა მოხდებოდა.

ახლა თუ ერთი პერსონის დახარჯული მილიონობით დოლარი გამომზეურდა, საქართველოში რეესტრის შექმნის შემდეგ რა მასშტაბებს მიაღწევდა ლობიზმი და თანხების რაოდენობა, თუ გიფიქრიათ?

ანტისახელისუფლებო კამპანიები, სახელმწიფო ენერგო-პროექტებისა, თუ სხვა აუცილებელი პროექტების გაშავება, პოლიტიკურ პროცესებში არაკანონიერი უცხოური დაფინანსებები, საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია, ექსტრემისტი პოლიტიკური ჯგუფების ლობიზმი, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა - ეს მცირე ჩამონათვალია საგარეო ლობიზმისა, რომელსაც ამხელდა „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტი!

ამის მერე კიდევ რჩება კითხვები, რატომ ატყდა მარტში ისტერია, რომელშიც ამერიკის ელჩიდან დაწყებული, გაგრძელებული ევრო-დეპუტატებითა და დამთავრებული სახ-დეპარტამენტით, ყველა ხელს უშლიდა საჯაროობასა და გამჭვირვალობას, სააკაშვილის ერთი „ქეისით“ ცოტა უკლია და ლამისაა, აფეთქდეს პროცესი, ისეთ სკანდალშია გახვეული ყველა აქტორი და აბა, წარმოიდგინეთ, ათასობით ასეთი საქმე რომ გამომზეურდებოდა…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი