განცვიფრება გამოიწვია, როდესაც აღმოჩნდა, რომ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები და დიპლომატები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
627 27 ივლისი 2023, 14:27

განცვიფრება გამოიწვია, როდესაც აღმოჩნდა, რომ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები და დიპლომატები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

„სასამართლოს კანონიერი განაჩენების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ არ წყდება დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რამდენად უსამართლო და სიყალბეზე დაფუძნებული იყო გავლენიანი პოლიტიკური და მედიაჯგუფების თავდასხმები.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა კი დაადასტურა, რომ ამგვარი აქტიურობა, ძირითადად, არა ბუნებრივი ინტერესით იყო გამოწვეული, არამედ - წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული.
ნათლად დავინახეთ, რომ ამ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის ერთადერთი მიზანი ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციის და ხელისუფლების შანტაჟის გზით სამართლიან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნაა.

დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის სხვა ტაქტიკები თანამედროვე დემოკრატიებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, დისტანცირდება საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან.
ამ პირობებში, თავისთავად, განცვიფრება გამოიწვია, როდესაც აღმოჩნდა, რომ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ამიტომ, ახსნა-განმარტების ვალდებულება ახლა ყველა იმ ორგანიზაციის თუ ინდივიდის მხარესაა, რომლებიც, როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრიდან ირკვევა, მედიაპლატფორმების მიცემით, რეზოლუციებში ჩანაწერების გატანით თუ სატელეფონო კომუნიკაციით, დისტანცირების ნაცვლად, თანამშრომლობდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ კერძო კომპანიასთან.

ღირებულებებისადმი ერთგულება გვკარნახობს, რომ, ასეთ დროს, ყველაზე სწორი გზა ლეგიტიმურ წუხილებზე ამომწურავი პასუხების გაცემა და სამომავლოდ მეტი ღიაობის უზრუნველყოფაა. მეგობრობას გულწრფელობა აძლევს სიმყარეს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი