ლევან ბერძენიშვილი - საქართველოში ხალხის საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე -  ორი ყველაზე  წარუმატებელი ჩვენი მეფე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 28 ივლისი 2023, 17:45
საქართველოში ხალხის საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე -  ორი ყველაზე წარუმატებელი ჩვენი მეფე - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი. 

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თამარ მეფე კატასტროფა იყო ჩვენს ისტორიაში, იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით.

„თქვენ შეიძლება თქვათ, ვინ არის გიორგი ბრწყინვალე, რომლის დროსაც დავკარგეთ ნახევარი საქართველო. თამარ მეფე, მაგაზე ლაპარაკიც არ მინდა, ეს იყო კატასტროფა ჩვენს ისტორიაში, თამარის მეფობა, ის იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით, რომ შეეჯახა ერთმანეთს მეფობა და რელიგია და საქართველო დაიბნა.
ვეფხისტყაოსანში ხომ წერია, რომ ქალი არ უნდა იყოს მეფედ, ხომ წერია, რომ ტარიელი გამეფდა, ავთანდილი გამეფდა, თინათინი და ნესტანი ხომ არ გამეფებულა? ანუ, ვეფხისტყაოსანმა პირდაპირ დაწერა, სწორი რა არის და სწორი რა არ არის. დის მკვლელობა, ქაჯეთში გაგზავნა და ა.შ. სწორი რომ არ არის, ეს საქართველოს ისტორიაა ყველაფერი. საქართველოში ხალხის საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე -  ორი ყველაზე წარუმატებელი ჩვენი მეფე“ - აცხადებს ლევანბერძენიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ აბაშიძე - გულითადად ვაფასებთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად დაეშვა დროშა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა
პაატა იმნაძე: თუ ყველა ცხოველი აცრილი იქნება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ცოფი საერთოდ აღარ იყოს. ამ მხრივ ვითარება ბოლო წლებში გაუმჯობესებულია
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კონსტანტინე ბუზალაძე: მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესების დაცვით
არქივი