ლევან ნიკოლეიშვილი დავით ქაცარავაზე:  თუ გული ერევათ რუსის დანახვაზე, მათზე სტრატეგიული ობიექტებისა და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ხონჩით მიმრთმეველი ვივამედის კლინიკაშია - არც უკრაინაში საომრად წასვლას უშლიან ვინმეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
549 29 ივლისი 2023, 13:18
ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილირებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, "ბოევიკობენ" კიდეც - სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთ წევრზე დავით ქაცარავაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის შესახებ დეზინფორმაცას ავრცელებს.

როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, თუ ასე უარყოფითად მოქმედებს ქაცარავასა და მის თანამოაზრეებზე რუსების დანახვა, შეუძლიათ პასუხი "ვივამედში" მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვონ, რომელმაც ქვეყნის 20% რუსეთს დაუთმო და სტრატეგიული ობიექტებიც რუსულ კომპანიებზე გაასხვისა. 

"ჰაერში მუშტების ქნევაში, რადიკალები და მათთან აფილერებულები ძალიან მაგრები არიან. ის კი არა და ზოგი სამხედრო ფორმითაც დადის, "ბოევიკობენ" კიდეც-სადმე გემი, ან თვითმფრინავი თუ დაინახეს, ხომ პირდაპირ მუსრს ავლებენ. ისე, ასე თუ გული შეტკივათ ან გული ერევათ ნებისმიერი რუსის დანახვაზე აგერ მათზე სტრატეგიული ობიექტებისა და ჩვენი ტერიტორიების 20 % ხონჩით მიმრთმეველი ვივამედის კლინიკაშია, მართალია ამბობენ ცოცახლ-მკვდარიაო, მაგრამ მაინც ცოცხალია. არც უკრაინაში საომრად წასვლას უშლიან ვინმეს, ზუსტად ახლა მიდის იქ რუსებთან ომი, მიდით გვანახეთ რუსებთან თქვენი შეუპოვარი ბრძოლა. ოღონდ იქ ჰაერში მუშტების ქნევა არ გამოვა, მით უმეტეს თუ მიხვდები, შენ წინააღმდეგ ტურისტები არ იქნებიან..." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი