დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერის ჩინეთში ვიზიტზე: ეს იყო ისტორიული მოვლენა, ეს იყო გარღვევა იმ ხელოვნურად შექმნილი კოლონიური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო ჯერ რუსეთმა, ხოლო შემდეგ „გლობალური ომის პარტიამ“ შეიყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
592 31 ივლისი 2023, 12:12
მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს ვალდებულება, გააფართოონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონული და გლობალური მშვიდობა და „გლობალური ომის პარტიისა“ და მათი ადგილობრივი მარიონეტების მხრიდან ეს რა გაშმაგებულ წინააღმდეგობას გამოიწვევს, უკვე დღეს ვხედავთ ცალსახად“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ჩინეთ-საქართველოს პარტნიორობა საქართველოსთვის მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მომტანია და ამ ისტორიულ მოვლენაზე უარყოფითი შეფასების ქონა მხოლოდ ქვეყნის მტრებს შეუძლიათ.

„რა შეიძლება ითქვას ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ, მის შეხვედრებზე პრეზიდენტ სი ძინპინთან და თავის კოლეგა ლი ციანთან - ეს იყო ისტორიული მოვლენა ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ეს იყო გარღვევა იმ ხელოვნურად შექმნილი კოლონიალური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო ჯერ რუსეთმა, ხოლო შემდგომ „გლობალური ომის პარტიამ“ შეიყვანა.

მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ ორმხრივი ურთიერთობები და ჩავთვალოთ, რომ დღეიდან აგენტოკრატიის შემოტევა ჩვენს ქვეყანაზე  უფრო აგრესიულ ხასიათს მიიღებს. თუმცა ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილს სი ძინპინმა წინასწარვე გააფრთხილა (პერიფრაზირებით): სანამ ჩვენ ერთად ვიქნებით, ამას დიდი ყურადღება არ მიაქციოთ.

მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს ვალდებულება, გააფართოონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონული და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და „გლობალური ომის პარტიისა“ და მათი ადგილობრივი მარიონეტების მხრიდან ეს რა გაშმაგებულ წინააღმდეგობას გამოიწვევს, ამის ნიშნებს უკვე დღეს ვხედავთ ცალსახად.

არადა ორივე მხარემ მიაღწია იმას, რისკენაც მიისწრაფოდა: „გლობალური ომის პარტიამ“ მართალია, საქართველოს დაკარგვის ხარჯზე, მაგრამ საკუთარი საყვარელი პირმშო შეინარჩუნა თავისი ლაქიების სახით. საქართველომ კი მართალია, თავი აარიდა რუსეთთან ომის „საპატიო“ მისიას, მაგრამ მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური აღმავლობის მისაღწევად მძლავრი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი შეიძინა.

ამ ორივე ვარიანტში მოსალოცად საქართველოს აქვს საქმე, ხოლო „გლობალური ომის პარტიამ“ თავის მარიონეტებთან ერთად ერთმანეთს მიულოცონ შეხმატკბილებული თანაარსებობა და ღმერთმა დაგვიფაროს, მათ იდილიას ხელი შევუშალოთ“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი