დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის და მათი ლობისტების წუხილი ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი შიშით არის განპირობებული - საქართველოს გარდაუვალი წინსვლით, რაც მათ პოლიტიკურ მოღვაწეობას ავტომატურად ასრულებს 
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
513 31 ივლისი 2023, 17:36
"საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და  ბევრი  წარმატების საშუალებას იძლევა." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს. 

ხუნდაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიციის და მისი უცხოელი ლობისტების ამ თემაზე წუხილი საქართველოს გარდაუვალი წინსვლით აიხსნება.

„საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგად გამოქვეყნდა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის კომუნიკე, რომელიც ოთხი პრიორიტეტული მიმართულებისგან შედგება: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და საერთაშორისო მიმართულება. საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და  ბევრი  წარმატების საშუალებას იძლევა. 

ოპოზიციის და მათი ლობისტების წუხილი ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი შიშით არის განპირობებული - საქართველოს გარდაუვალი წინსვლით, რაც მათ პოლიტიკურ მოღვაწეობას ავტომატურად ასრულებს. ასევე, მათი ლობისტებიც უცხოეთიდან, ხელმოცარულნი რჩებიან. 

ცნობისთვის, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან და თვით უკრაინასთანაც კი. ამიტომ, უშედეგო იქნება ამ თემაზე ოპოზიციის მხრიდან დაწყებული ახალი ნეგატიური პიარ-კამპანია. ჩინეთთან გაფორმებული მაღალი დონის სათანამშრომლო ხელშეკრულება ევროპას კი არ გვაშორებს, პირიქით, გვაახლოებს. გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მყოფი ძლიერი ეკონომიკის მქონე საქართველო, ბევრად უფრო სასურველი იქნება ევროპისთვის მათივე ინტერესებიდან გამომდინარე. 

ევროპა ჩვენი ოჯახია და ამ ოჯახში ღირსეულ წევრად დავბრუნდებით!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი