ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძემ ყველა რადიკალ ოპოზიციონერს თავისი ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა, ამის მერე, მთელი რადიკალური ოპოზიცია გამოეფინა და ახტუნავდნენ ზუსტად ისე, რწყილებს რომ დუსტს დააყრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1237 01 აგვისტო 2023, 17:55

დილით ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა, ყველა რადიკალ ოპოზიციონერს თავისი ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა. სამშობლოს მოღალატეებს და ომის პარტიას შეახსენა, აქ ვინ არის უფროსი, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბრიფინგის შემდეგ, მთელი რადიკალური ოპოზიცია გამოეფინა და „დაიწყეს წკავწკავი”, ვინაიდან მწარე სიმართლე არ მოეწონათ.

„დილით ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა, ყველა რადიკალ ოპოზიციონერს თავისი ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა. სამშობლოს მოღალატეებს და ომის პარტიას შეახსენა, აქ ვინ არის უფროსი.

რა გააკეთეს ამის მერე მანქურთებმა?! დალაგდნენ მწკრივად და დაიწყეს წკავწკავი, მთელი რადიკალური ოპოზიცია გამოეფინა და ახტუნავდნენ ზუსტად ისე, რწყილებს რომ დუსტს დააყრი...

ასეა, სიმართლე მწარეა და არ მოსწონთ ნაცებს და მის ანასხლეტებს, მაგრამ ვერსად გაექცევიან“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი