ირაკლი ლატარია: დონალდ ტრამპს ბრალი დაუმძიმეს, არჩევნების შედეგებზე ახდენდა ცრუ ინფორმაციით მანიპულაციასო - რისთვისაც ამერიკაში პრეზიდენტს ასამართლებენ, ჩვენთან ISFED-ისთვის მოსული თემა იყო და თან ამერიკის საელჩო მხარსაც უჭერდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
855 02 აგვისტო 2023, 12:27

დონალდ ტრამპს ბრალი დაუმძიმეს და იცით, რა მოტივით? არჩევნების შედეგებზე ახდენდა ცრუ ინფორმაციით მანიპულაციასო​, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების დამძიმებას სოციალურ ქსელში.

ლატარიას თქმით, ის, რისთვისაც აშშ-ში პრეზიდენტს იჭერენ, საქართველოში ამავე ქვეყნის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი იყო. ექსპერტს "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) მიერ 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული განცხადება მოჰყავს მაგალითად და აღნიშნავს, რომ ISFED-იც იმავეს აკეთებდა, რისთვისაც ტრამპს ბრალდება დაუმძიმეს.

"დონალდ ტრამპს ბრალი დაუმძიმეს და იცით რა მოტივით? არჩევნების შედეგებზე ახდენდა ცრუ ინფორმაციით მანიპულაციასო
50 წელს უმატებენ როგორც ვიცი და ამერიკაში თუ 50 წელია აღნიშნულ ბრალდებაზე, აბა ჩვენი ISFED-ი რასაც აკეთებდა მაგას სამუდამო ეკუთვნის თანაც სადმე ისეთ ადგილას, უკაცრიელ კუნძულზე ან ბოლო ბოლო ციმბირში.

სასწაულია რა, რისთვისაც ამერიკაში პრეზიდენტს ასამართლებენ, ჩვენთან ISFED-ისთვის მოსული თემა იყო და თან ამერიკის საელჩო მხარსაც უჭერდა

გავიხსენოთ ISFED-ის ,,გმირობები"." - წერს ლატარია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი