გიორგი ცუცქირიძე - ოპოზიცია, რომელიც დღის წესრიგს ისტერიაზე და ქულების დაწერაზე აგებს, ვერასდროს გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ამიტომაც აგებს ყველა დონის არჩევნებს და კიდევ დიდხანს მოუწევს ამის შეგუება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
803 04 აგვისტო 2023, 11:14
როდესაც მაღალ  საზოგადოებრივ პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, მას თუ ვინმე უწყობს ხელს, პირველ რიგში ეს  არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილის და მათი მედია საშუალებების საინფორმაციო ბადე, სადაც მიდის მტყუან-მართლის გარჩევის მცდელობა,  პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და ხელისუფლების კრიტიკა, უხავდ გაჯერებული მანიპულაციებით და უკვე მომხარზე ნიშნისმოგებით საუბარი. როდესაც ვნებები დაცხრება ხოლმე, ამ პოლიტიკურად აჟიტირებულ ადამიანებს  რატომღაც აღარც კი ახსოვთ, რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში იგივე ტრაგედია რომ არ განმეორდეს - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. 

მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც დღის წესრიგს ამ ტიპის ისტერიაზე და ქულების დაწერაზე აგებს, ვერასდროს გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ამიტომაც აგებს ყველა დონის არჩევნებს და კიდევ დიდხანს  მოუწევს ამის შეგუება.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ახლა რომ გაჰკივიან ვერტმფრენებზე და მფრინავებზე, ოპოზიციას ერთხელ მაინც თუ დაუსვამს საპარლამენტო ტრიბუნიდან საკითხი, თუნდაც ათი წლის წინანდელი თბილისური ტრაგედიიდან რა გაკეთდა პრევენციის მიზნით, იქნება ეს დამცავი ჯებირების მშენებლობა, სამაშველო სამსახურის გაძლიერება თუ ტექნიკური აღჭურვა, 

„როდესაც ამ სახის სტიქიური უბედურებები ხდება, რასაც თან სდევს ადამიანთა ტრაგედიები, კადრები ან უკომენტაროდ გადის ან კომენტარს მაღალკვალიფიციური ექსპერტები აკეთებენ. ამ კომენტარების მიზანიც გარდა საზოგადოებრივი ინფორმირებულობისა, უკეთესი გამოსავლის ძიებისაკენ არის მიმართული დამატებით თუ რა შეიძლება გაკეთდეს ადამიანთა დასახმარებლად და ზოგადადაც სოციალური ფონის დაწყნარებას ემსახურება. ეს არის დაუწერელი კანონი, პირველ რიგში ეს ევროპის სახელმწიფოებზე ითქმის. ანალიზი და მომხარის შეფასება შემდეგ ხდება, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში იგივე ტრაგედია რომ არ განმეორდეს.
სამწუხაროდ, საქართველოში არის ყველაფერი ემოციების დონეზე და პირიქით. როდესაც მაღალ  საზოგადოებრივ პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, მას თუ ვინმე უწყობს ხელს, პირველ რიგში ეს  არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილის და მათი მედია საშუალებების საინფორმაციო ბადე, სადაც მიდის მტყუან-მართლის გარჩევის მცდელობა,  პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და ხელისუფლების კრიტიკა, უხავდ გაჯერებული მანიპულაციებით და უკვე მომხარზე ნიშნისმოგებით საუბარი. ამ პოლიტიკურად აჟიტირებულო ადამიანებს  თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში იგივე ტრაგედია, რომ არ განმეორდეს, რატომღაც აღარც კი ახსოვთ როდესაც ვნებები დაცხრება ხოლმე. 
ერთხელ მაინც თუ დაუსვამს ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან საკითხი თუნდაც ათი წლის წინანდელი თბილისური ტრაგედიიდან რა გაკეთდა პრევენციის მიზნით, იქნება ეს დამცავი ჯებირების მშენებლობა, სამაშველო სამსახურის გაძლიერება თუ ტექნიკური აღჭურვა, ახლა რომ გაჰკივიან ვერტმფრენებზე და მფრინავებზე.
ოპოზიცია, რომელიც დღის წესრიგს ამ ტიპის ისტერიაზე და ქულების დაწერაზე აგებს, ვერასდროს გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ამიტომაც აგებს ყველა დონის არჩევნებს და კიდევ დიდხანს  მოუწევს ამის შეგუება“ - წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი