ზურაბ ქადაგიძე: არაკაცი, პროვოკატორი გელა მთივლიშვილი წერს, თითქოს არავინ მისულა მთავრობიდან კაცთან, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს - ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ მასთან კომუნიკაცია ხდება ყოველწამიერად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1184 05 აგვისტო 2023, 17:05
"არაკაცი, პროვოკატორი გელა მთივლიშვილი წერს, თითქოს არავინ მისულა მთავრობიდან კაცთან, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს," - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც შოვში, ტრაგედიის ადგილზეა გადაღებული და აცხადებს, რომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია პირთან, რომელიც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ შვილს ეძებს. “არაკაცი, პროვოკატორი გელა მთივლიშვილი წერს, თითქოს არავინ მისულა მთავრობიდან კაცთან, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს. ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ მასთან კომუნიკაცია ხდება ყოველწამიერად, ნებისმიერი თანამდებობის პირთან და ნებისმიერ დროს. მთივლიშვილო, შე არაკაცო, ამას როგორ კადრულობ!?” - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი