ლევან ნიკოლეიშვილი - სრული ლუსტრაცია ამ მოკლე დროში: ზოგმა თავის მართლება დაიწყო, არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენებიო, ზოგმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დამატებითი ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ვერაფერს შეცვლიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1152 05 აგვისტო 2023, 17:13
რამდენიმე საათიც არ გასულა ჩემს მიერ წინა პოსტის დადებიდან და სრული ლუსტრაცია ამ მოკლე დროში: ზოგმა თავის მართლება დაიწყო, არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენებიო, ზოგმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დამატებითი ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ვერაფერს შეცვლიდა, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ პოლიტიკური განცხადებების კეთების დრო არ არის, მით უმეტეს თუ ეს განცხადებები ტყუილს შეიცავს და არა ხელისუფლებასთან ოპონირებას, არამედ ტრაგედიით სარგებლობას ისახავს მიზნად.

როგორც ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, ვერტმფრენებთან დაკავშირებული ორდღიანი მავნებლობიდან, რადიკალური ოპოზიცია კოტეჯების შესახებ "ფეიკზე" გადავიდა, კერძოდ, ნიკა გვარამიამ, კომუნისტების დროინდელი კოტეჯების აშენება, ახლანდელ ხელისუფლებას დააბრალა.
"რამდენიმე საათიც არ გასულა ჩემს მიერ წინა პოსტის დადებიდან და სრული ლუსტრაცია ამ მოკლე დროში:
ზოგმა თავის მართლება დაიწყო, არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენებიო, ზოგმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ დამატებითი ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ვერაფერს შეცვლიდა და ყველაზე მთავარი, რისთვისაც მადლობა ყველას, - ვთანხმდებით, რომ ასეთი ტრაგედიის დროს არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთების დრო, მით უმეტეს, თუ ეს განცხადებები ტყუილს და სპეკულაციას შეიცავს და მიზნად ისახავს არა ხელისუფლების ოპონირებას, რომლის დროც ახლა ასევე არ არის, არამედ ტრაგედიით სარგებლობას! p. s. გვარამიამ მაგალითად მავნებლობის რეკორდი მოხსნა, კომუნისტებისდროინდელი კოტეჯების ფოტო დადო და მის მშენებლობას ხელისუფლებას აბრალებს, ხალხი ითხოვდა არ აშენებულიყო და ამათმა არ შეისმინესო. ვერტმფრენების ორდღიანი მავნებლობა ჩავარდა, ახლა კოტეჯების “ფეიკს” ამყარებენ…" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი