რატი იონათამიშვილი ხათუნა სამნიძეს: თუ „იმედის“ რეიტინგი აღიზიანებს ვინმეს, ასეთი ლანძღვით ვერაფერს დააკლებს - ჩემი პატივისცემა იმედის ყველა ჟურნალისტს, საზოგადოების ინფორმირება პროპაგანდა არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1446 05 აგვისტო 2023, 18:07

ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მედია აშუქებს სხვა ქვეყანაში მომხდარ სტიქიას. ორმაგ სტანდარტზე გაცილებით უფრო მძიმეა, როცა პარლამენტის წევრი „იმედს“ ესხმით თავს იაპონიაში მომხდარი ტაიფუნის გაშუქებისთვის და მაგ. იმავე დღეს, „ფორმულას“ მიერ გაშუქებულ სლოვენიაში მომხდარ წყალდიდობას არ იმჩნევთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება.

„აღარაფერს ვამბობ, ასეთ მძიმე დროს ათასი დეზინფორმაციის და სპეკულაციის არ შემჩნევაზე, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებას არ დარჩება უპასუხოდ. უბრალოდ, რისი მიღწევა გსურთ ამით? რა „ტრენდს” ამკვიდრებთ? თუ იმედის რეიტინგი აღიზიანებს ვინმეს, ასეთი ლანძღვით ვერაფერს დააკლებს. თუ მარტო საქართველოში გინდათ სტიქიური უბედურება და ტრაგედიები ხდებოდეს? ჩემი პატივისცემა იმედის ყველა ჟურნალისტს, საზოგადოების ინფორმირება პროპაგანდა არ არის“, - წერს რატი იონათამიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი