ის ჩასაფრებული მზადყოფნა, ყოველი უბედურება ხელისუფლების ზურგში დანის ჩასარტყმელად გამოიყენონ, არის საქართველოს ზედაპირიდან ამოსაძირკვი მუწუკი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1213 06 აგვისტო 2023, 18:51
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების შესახებ ანალიზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, შოვის სტიქიის შედეგად გამოწვეულმა ტრაგედიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ წარმოადგენს ჯანსაღ პოლიტიკურ ნაწილს და სახელმწიფოსთვის „ონკოლოგიად“ იქცა. 


„წელს უძლიერესი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა 60 ათასი ადამიანი. ეს მოხდა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახეს - ურთულესი, ორ-ტურიანი არჩევნების წინ. იმ დღეებში გვესმოდა თურქული ოპოზიციის პრეტენზიები წინა წლების სამშენებლო თუ პოსტ-კატასტროფული აღდგენის პროცესების მიმართ. მაგრამ, არც ერთ ნორმალურ ადამიანს, მით უმეტეს, ოპოზიციონერს თავში არ მოსვლია აზრად, მოქმედი ხელისუფლება დაედანაშაულებინა იმაში, რომ ის მოახლოვებული კატასტროფის შესახებ წინმსწრებად ფლობდა ინფორმაციას, მოახდინა უბედურების ზონიდან წინასწარ მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრთა გამოყვანა და სპეციალურად არ გააფრთხილა „ჩვეულებრივი მოკვდავნი“ და არ განახორციელა მათი დროული ევაკუაცია.

ბედნიერია თურქეთი, სადაც მსგავსი უბედური შემთხვევებისა და კატასტროფების წინაშე ერთიანდება ერიც და ბერიც, ოპოზიცია და პოზიცია. საქართველოში გვჭირს ეროვნული უბედურება მეტასტაზური სექტანტების სახით, რასაც ვერც პრევენციითა და ვერც ყოველდღიურად ვერ ვაცილებთ ამ ისედაც დიდ განსაცდელში ჩაფლულ ჩვენს სამშობლოს. სანამ ამ „ონკოლოგიას“ არ დავამარცხებთ, ერის ჯანსაღი ნაწილის განსაცდელი არ დასრულდება. აქ არ იგულისხმება მოქმედი ხელისუფლების „გაიდეალიზირება“, მაგრამ ის ჩასაფრებული მზადყოფნა, ყოველი უბედურება მის ზურგში დანის ჩასარტყმელად გამოიყენო - ეს არის საქართველოს ზედაპირიდან ამოსაძირკვი მუწუკი...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი