თემურ გვალია: მთელი "ნაცმოძრაობა" და მასთან შეხორცებული, მუწუკი პარტიების წევრები, ერთ ხმაში გაჰყვირიან, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყოო - სააკაშვილი თავად აღნიშნავს, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1170 07 აგვისტო 2023, 15:32
მსახიობი თემურ გვალია, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებულებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარი და ტექნიკა საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა.

როგორც გვალია აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია ამ დოკუმენტის არსებობის მიუხედავად ამტკიცებს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო. 

მისი თქმით, მსგავსი ქმედება აფერისტობაა და სწორედ ტყუილების გამო არ აქვს ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა.

“საბუთი  სადაც  სააკაშვილი  თავად   აღნიშნავს, რომ  ომი  8 აგვისტოს  დაიწყო.. 
მთელი  "ნაცმოძრაობა"  და  მასთან  შეხორცებული, მუწუკი  პარტიების  წევრები, ერთ  ხმაში  გაჰყვირიან, რომ  ომი  7  აგვისტოს  დაიწყოო.. 
ჯერ  მარტო  ამ  აფერისტობისთვის  ხართ  ქვეყნიდან  გასაყრელები.! 
დაიწყო  ომი, დაიხოცა  ქართველი  მეომრები, ქვეყნის  ნაწილი, 20%   "დაუადა"  პუტინს  და  განაგრძო  არხეინი  ცხოვრება! 
ასეთი  ტყუილების  გამო  ვერ  გიტანთ  ქვეყნის  მოსახლეობა!
ხოდა  კი  დადიხართ  მაგ  სიმართლით!” - წერს თემურ გვალია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი