თამარ ჩიბურდანიძე: „ასეთ აღვირახსნილ ქმედებას ამხელა ტრაგედიის დროს მარტო ქართული ოპოზიცია თუ ჩაიდენდა - მართლაც გააოგნეს მსოფლიო“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1145 07 აგვისტო 2023, 15:52
გაოგნებულნი არიან ჩემი უცხოელი მეგობრები. ისინი არ გამოირჩევიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ ღია სუბიექტური დამოკიდებულებით, მაგრამ ამ დღეებში ვერ მალავენ ოპოზიციური ლიდერების განცხადებებზე აღშფოთებას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციის უღირსი ქმედება ამ მძიმე დღეებში არც უცხოელი პოლიტიკოსებისთვის დარჩა შეუმჩნეველი და ისინი აღშფოთებულნი არიან ამ ყველაფრით.

„დღეს გლოვის დღეა, უმძიმესი ტრაგედიის დღე საქართველოსთვის. მოვიხსენიებთ გარდაცვლილებს და უფალს შევთხოვთ, გვაკმაროს ტკივილი. მთელი მსოფლიო გვისამძიმრებს ამ დიდ ტრაგედიას, ვიღებთ პირად გზავნილებსაც. 

თანამედროვე მსოფლიოსთვის სტიქიური უბედურება უცხო არ არის. გლობალური დათბობისა თუ სხვა კატაკლიზმების შედეგად, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღე ვხედავთ მსგავს ფაქტებს სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე ისეთი  შემთხვევები გვაქვს ნანახი, რომ აღარაფერი გვაოგნებს. გამაოგნებელი არის ის, რომ ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს დემოკრატიულ სახელმწიფოებში,  მსგავსი შემთხვევების დროს პოლიტიკური სპექტრი სრულად ერთიანდება და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ კადრულობს იმას, რომ ამ დროს არსებულ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს, მით უმეტეს, ტყუილებითა და „ფეიკ ნიუსებით“. 

გაოგნებულნი არიან ჩემი უცხოელი მეგობრები. ისინი ეცნობიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და, მათ შორის, ოპოზიციის განცხადებებსაც. რამდენიმე ამჟამად აქ იმყოფება საქართველოში და მათთვის კიდევ უფრო ცხადია, თუ რა ფსკერზე არიან ოპოზიციური პარტიები. ისინი არ გამოირჩევიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ ღია სუბიექტური დამოკიდებულებით, მაგრამ ამ დღეებში ვერ მალავენ ოპოზიციური ლიდერების განცხადებებზე აღშფოთებას. 

ეს ტრაგედია ხომ უდიდესი ტკივილია ჩვენთვის, მაგრამ არანაკლები ტკივილია იმის გააზრება, თუ რა დონეზე დაეშვნენ ქართველები, როგორ არიან დაბრმავებულნი ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, როგორ გამოამჟღავნეს საკუთარი სახეები ხელისუფლების ვითომდა ფაქტზე დაჭერის მიზნით, რეალურად კი ისევ დეზინფორმაციითა და ტყუილებით კვებავენ საზოგადოებას. უზნეობისა და უსინდისობის ზეიმია ქართულ ოპოზიციაში. 

შესაბამისი სიტყვა კიდევ ვერ ვიპოვე ქართულ ლექსიკონში. ასეთ აღვირახსნილ ქმედებას ამხელა  ტრაგედიის დროს მარტო ქართული ოპოზიცია თუ ჩაიდენდა. მათ მართლაც  გააოგნეს მსოფლიო“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი