დავით ქართველიშვილი: არის ამ ქვეყანაში თარიღებს შორის რაღაც უცნაური და სამარცხვინო პაექრობა: 7 იანვარს - 25 დეკემბერი ებრძვის, 9 მაისს - 8 მაისი, ხოლო 8 აგვისტოს - 7 აგვისტო. სამივე შემთხვევაში „ნაცები“ ებრძვიან ჭეშმარიტებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1000 08 აგვისტო 2023, 18:47

ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ქართველიშვილი წერს, თარიღის შეცვლით „ნაცმოძრაობას“ საკუთარი დანაშაულის გადამალვა სურს.

„მე ვერ გეტყვით გუშინ ქვეყნის პრეზიდენტი და ნაცები რას გლოვობდნენ. თუ იმას, როგორ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც 7 აგვისტოს ქართულ შეიარაღებულ ძალებს დააბრალეს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობის კასეტური ბომბებით „დადუღება“, ეს „ზეიმი“ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს უნდა აარიდონ. ამ „ზეიმით“ „ვივამედის“ კლინიკას უნდა მიაკითხონ. ამ სამარცხვინო აღიარებას დღემდე ებრძვის მოქმედი ხელისუფლება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ჰააგის სამხედრო სასამართლოს ჩათვლით. ებრძვის სამშობლოს მოღალატეების ოფიციალურ აღიარებას, რომ ომი „საქართველომ დაიწყო“. ებრძვის იმის დასადასტურებლად, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ამიტომაც არის ეს ხელისუფლება - „რუსული“, ხოლო ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დადანაშაულების „ვივამედის“ ექსპონატი და მისი „ფროილინები“ - „მედასავლეთეები“.

დღეს, 8 აგვისტოს, მუხათგვერდში ვიყავი დილის 9 საათიდან. ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო და ადგილობრივი დელეგაციები, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ ჩათვლით - მე მუხათგვერდში ამოსული არ მახსოვს. დღეს ძმათა სასაფლაოს და ზეცაში გაბრწყინებული გმირების უკანასკნელ ადგილსამყოფელს ყველა ის ადამიანი ესტუმრა, კელი დეგნანით დაწყებული, ვისაც სჯერა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ხოლო ვინც ხელი მოაწერა იმას, რომ ომი საქართველოს წამოწყებულია, ისინი გუშინ იყვნენ ამოსულები.

არის ამ ქვეყანაში თარიღებს შორის რაღაც უცნაური და სამარცხვინო პაექრობა: 7 იანვარს - 25 დეკემბერი ებრძვის, 9 მაისს - 8 მაისი, ხოლო 8 აგვისტოს - 7 აგვისტო - სამივე შემთხვევაში „ნაცები“ ებრძვიან ჭეშმარიტებას. მაგრამ, ეს უკანასკნელი ბრძოლის ველი ყველაზე სამარცხვინოა. რუსეთის „გამპრავებელი“ ძალები 15 წლის განმავლობაში საქართველოს ჩაძირვას ცდილობენ საკუთარი ხელით გაფორმებულ ღალატში, ხოლო, ვინც მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს, „რუსეთუმებს“ გვიწოდებენ. პუტინის სასარგებლო იდიოტებისთვის პოლიტიკური განაჩენის გამოტანამდე მცირეოდენი დრო რჩება. ძალიან მინდა ამის მჯეროდეს“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი