დავით ქართველიშვილი: Politico-ს კვლევით, კონსერვატორული პარტიების პოპულარობა მთელ ევროპაში იზრდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
681 11 აგვისტო 2023, 14:41
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში Politico-ს მიერ ჩატარებულ და გამოქვეყნებულ კვლევას მიმოიხილავს, რომლის მიხედვითაც კონსერვატორული პარტიების პოპულარობა მთელ ევროპაში იზრდება. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების რეიტინგების ზრდა განპირობებულია ევროპულ საზოგადოებაში ეროვნულ იდენტობასთან, კონსერვატიულ სოციალურ ფასეულობებთან, იმიგრაციის მიმართ ხისტ პოზიციასთან დაფიქსირებული მზარდი ტენდენციებით.

„ამჟამინდელი, კორუფციულ სკანდალებში გახვეული ევროპარლამენტის შემადგენლობა ჩვენთვის ასე თუ ისე ცნობილია. რაც შეეხება ევროპარლამენტის მომავალ შემადგენლობას, საინტერესო ვარაუდები გამოთქვა თეთრ სახლთან დაახლოებულმა მედია-გამომცემლობა Politico-მ, რომელსაც „პოლიტიკური ვანგას“ რეპუტაცია გააჩნია. Politico-ს მიერ ჩატარებული კვლევებით, 2024 წლის ივნისის მაგივრად, დღეს რომ ჩატარებულიყო ევროარჩევნები:

მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) ამჟამინდელი 177 მანდატის მაგივრად აიღებდა 158 ადგილს;
„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D) არსებული 143 ადგილის სანაცვლოდ, აიღებდა 145 მანდატს;
ულტრამემარჯვენე „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) არსებული 66 ადგილის მაგივრად აიღებდნენ 81 მანდატს;
ლიბერალური პარტია „განახლებული ევროპა“ ამჟამინდელი 101 ადგილიდან შეინარჩუნებდა 86-ს;
შემცირდებოდა ასევე „მწვანეთა" წარმომადგენლობა“ - 72-დან 44-მდე.

მიუხედავად ამისა, EPP და S&D დიდი ალბათობით მაინც მოიპოვებენ მანდატების საკმარის ოდენობას, რომ შექმნან ფართო კოალიცია და შეინარჩუნონ კონტროლი პარლამენტზე. ECR-ის მზარდი პოპულარობა აიხსნება მასში შემავალი მემარჯვენე პარტიების („იტალიის ძმები“, „კანონი და სამართლიანობა“, „ფინელები და შვედი დემოკრატები“) მაღალი რეიტინგებით საკუთარ ქვეყნებში.

ამავდროულად, Politico-ს კვლევა ასახავს მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების პოპულარობის ზრდის ტენდენციას მთელ ევროპაში. ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების რეიტინგების ზრდა განპირობებულია ევროპულ საზოგადოებაში ეროვნულ იდენტობასთან, კონსერვატიულ სოციალურ ფასეულობებთან, იმიგრაციის მიმართ ხისტ პოზიციასთან დაფიქსირებული მზარდი ტენდენციებით. თუ 2024 წლის ივნისამდე ამ ტენდენციებმა კიდევ უფრო გაიმყარეს ადგილი ევროპულ სოციუმებში, მემარჯვენეების და კონსერვატორების პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება.“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი