განსაკუთრებული დარტყმის ობიექტი გახდა ირაკლი კობახიძე, კაცი რომელიც ტრაგედიის ადგილიდან არ გამოსულა - ყველა ბრალდება, რომელიც სახელისუფლებო გუნდის მისამართით გაისმის, არის შეკვეთილი პოლიტიკური მანიპულაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
516 14 აგვისტო 2023, 18:38
"არაპროფესიონალი ადამიანებისგან ვისმენთ უმძიმეს ბრალდებებსა შეფასებებს იმ საკითხებზე რომლებზეც სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. განსაკუთრებული დარტყმის ობიექტი გახდა ირაკლი კობახიძე, კაცი რომელიც ტრაგედიის ადგილიდან არ გამოსულა და თავად ადევნებს თვალს მიმდინარე სამუშაოებს,"  - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ბრალდება მარტივია, შესაბამისად, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ შოვის ტრაგედიას გადარჩენილი და მოვლენით დამძიმებული ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ.

მეგრელიშვილი მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, სხვადასხვა კურორტიდან კრიტიკული განცხადებების წერის ნაცვლად, ჩავიდნენ ადგილზე და გაეცნონ, რა კეთდება სტიქიის ზონაში.


“შოვში დატრიალებული ტრაგედიის დღიდან დღემდე სამაშველო სამუშაოებში ყველა უწყება არის ჩართული. 
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ასევე მაშველები, სამხედროები არიან მობილიზებული. 
ამ ფონზე არაპროფესიონალი ადამიანებისგან ვისმენთ უმძიმეს ბრალდებებსა და შეფასებებს იმ საკითხებზე რომლებზეც სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. 
განსაკუთრებული დარტყმის ობიექტი გახდა ირაკლი კობახიძე, კაცი რომელიც ტრაგედიის ადგილიდან არ გამოსულა და თავად ადევნებს თვალს მიმდინარე სამუშაოებს.

ყველა ბრალდება რომელიც სახელისუფლებო გუნდის მისამართით გაისმის არის შეკვეთილი პოლიტიკური მანიპულაცია.

ბრალდება მარტივია, რთულია იყო მმართველი რგოლი და ამ დიდი პასუხისმგებლობის ფარგლებში იმოქმედო ისე, როგორც უნდა იმოქმედო.

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციური პარტიები საკუთარი მწირი ძალებით დადგნენ ხალხისა და სახელისუფლებო გუნდის გვერდით, ყველაფერს აკეთებენ რომ შოვის ტრაგედიას გადარჩენილი და უბრალიდ ამ ტრაგედიის სიმძიმით დამძიმებული ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ.

ოპოზიცია, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, სწორედ ამ ხალხს იყენებს სათავისოდ.
არცერთი არგუმენტი, არცერთი დასკვნა არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სახელისუფლებო გუნდმა, შესაბამისმა უწყებებმა სტიქიაში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მოქმედება დაიგვიანეს და ის არ გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ.

სახელისუფლებო გუნდი, ყველა უწყება დიდი პასუხისმგებლობით მოქმედებს.

კეთილი ინებეთ, ჩადით ადგილზე გვერდით დაუდექით ირაკლი კობახიძეს, მმართველი რგოლის წარმომადგენლებს და მაშველებს, თავად ნახეთ რა კეთდება, სანამ აქ კლავიატურის "ლომებად" იქცევით და რესტორნებიდან და ზღვის სანაპიროდან მათ მოქმედებებს გააკრიტიკებთ.” - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი