დავით ქართველიშვილი: ამ ლიბერალ-ფაშისტების თითოეული რასისტული და ქსენოფობიური განცხადება მკაცრად უნდა იქნას აყვანილი სპეციალური სამსახურების ოპერატიული მეთვალყურეების ქვეშ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
644 16 აგვისტო 2023, 10:27

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლენის - ანტიჩინური ქსენოფობიური კამპანიის შესახებ წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, თითოეული რასისტული და ქსენოფობიური განცხადება მკაცრად უნდა იქნას აყვანილი სპეციალური სამსახურების ოპერატიული მეთვალყურეების ქვეშ.

„პირველად ამ ქვეყანას ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავს ხელისუფლებაში და შედეგები ძალიან სამწუხაროა - უკვე ყველანი ვხედავთ ამას.“, - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერის ჩინურ კომპანიასთან კავშირებს და იქ მრჩევლად მუშაობის წელიწადნახევრიან პერიოდში, მის მიერ ხელფასის სახით აღებულ 160 ათას დოლარს პრემიერ-მინისტრის „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიმართ არსებულ ვალდებულებად მიაწერს.

ლიბერალური ფაშიზმის ეს მორიგი გამოვლინება პირველ რიგში ემსახურება საქართველოში ანტიჩინური ქსენოფობიური კამპანიის მიზანმიმართულ აგორებას. ხიდაშელი უკვე იწყებს საქართველოში ვირტუალური ანტიჩინური „ოსვენციმების“ აგებას და სულ უფრო ემსგავსება ლეგენდარულ ილზე კოხს (Ilse Koch) „ბუხენვალდის“ საკონცენტრაციო ბანაკის უფროსის მეუღლეს, ჯალათს, ებრაელებისა და სლავების გამანადგურებელს, მეტსახელად „ბუხენვალდის ალქაჯს“. ყვარელში ებრაელის ქორწილის ჩაშლის და ყოველდღიური ანტისლავური გამოხტომების შემდეგ, დღეს ჩინელების დევნის კამპანიის აგორების საწყისის მოწმენი ვხდებით.

სხვის სახელფასო უწყისებში თავისი სისხლიანი ხელების ფათურის მოყვარულ თანამედროვე „ბუხენვალდის ალქაჯების“ ინტერესი არასდროს არ ეხებოდა 2009 - 2014 წ.წ. სემეკის რიგითი წევრის, მაია ნადირაძის ხელფასს, რომელმაც 5 წლის განმავლობაში უამრავი სამივლინებო ხარჯების გარდა მხოლოდ ჯამაგირის სახით აიღო 664 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარებში. საინტერესოა, რუსეთისთვის 2008 წლის შემდეგ „კონტრიბუციის“ სახით გადაცემული ენერგეტიკული ობიექტების პირობებში, რომელი კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ მიიღო „სემეკელმა“ ნადირაძემ ხელფასის სახით მილიონ ნახევარ ლარზე მეტი.

არ აინტერესებთ თანამედროვე „ბუხენვალდის ალქაჯებს“ არც თავისი „დედა-ალქაჯის“ შემოსავლების წყარო, რომელსაც თავისუფლად შეუძლია თავისი ქვედაბოლოს ჯიბეში ხელის ერთი ჩაყოფით, მეორეხარისხოვან ამერიკულ კომპანიას მილიონი დოლარი გადაუხადოს „ალქაჯების ბელადის“ გადარჩენის მიზნით.

ამ ლიბერალ-ფაშისტების თითოეული რასისტული და ქსენოფობიური განცხადება მკაცრად უნდა იქნას აყვანილი სპეციალური სამსახურების ოპერატიული მეთვალყურეების ქვეშ.

ხვალ რომ (ღმერთმა არ ქნას) „სააკ-იუგენდის“ რომელიმე „ფრანკლინელმა“ საქართველოში რომელიმე ჩინელის მიმართ პროვოკაციას მიმართოს - ამის დამკვეთისა და წამქეზებლის ოპერატიულ დადგენაში დრო რომ არ დაიკარგოს“... - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი