თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური პარტიები ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ქართველებს არ ევასებით და ამიტომ იმარჯვებს „ოცნება“, ან რა დასავასებლები ხართ, რას გავხართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
779 16 აგვისტო 2023, 23:01

ოპოზიციური პარტიები ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ქართველებს თქვენ არ ევასებით და ამიტომ იმარჯვებს „ოცნება“, ან რა დასავასებლები ხართ, რას გავხართ, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სამეგრელოში კარდაკარ რომ დავდიოდი, სახლიდან რომ გამომხედავდნენ, მერე გამოსვლას აყოვნებდნენ. თავიდან ვიფიქრე, არ უნდათ ჩემი ნახვა და არ გამოდიან მეთქი.

მეც ხომ იცით – თუ ჩემი ნახვა არ გინდათ, ღმერთმა არ მოგცეთ ამის შანსი – მენტალიტეტი მაქვს და ვგაზავდი შემდეგი სახლისკენ, სანამ ძირძველმა მეგრელმა მაკო ჯაბუამ არ მკითხა, რას აკეთებო.

თურმე წესრიგდებიან და ისე გამოდიან უცხოს სანახავად. ხოდა აი, სანამ თქვენც არ მოწესრიგდებით და მოწესრიგებული არ დაენახვებით ამომრჩეველს, მანამდე სტატუს კვოში ვიჯდებით.

ჩვენ ვწესრიგდებით ზუსტად ისე, როგორც ჩვენს ამომრჩეველს გაუხარდება“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი