დავით ქართველიშვილი: 2023 წელს აშშ-მ გააორმაგა რუსეთიდან მინერალური სასუქების იმპორტი: ამა წლის პირველ კვარტალში სულ შეძენილი იქნა 596 მილიონი დოლარის ღირებულების სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
543 18 აგვისტო 2023, 11:43
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აშშ-ის მიერ რუსეთისგან დიდი ოდენობით მინერალური სასუქების შეძენის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, იმ ფონზე რომ ამერიკა სხვებს სანქციების დაცვისკენ მოუწოდებს, თავად აქტიურად აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას. 

„2023 წელს აშშ-მ გააორმაგა რუსეთიდან მინერალური სასუქების იმპორტი: ამა წლის პირველ კვარტალში სულ შეძენილ იქნა 596 მილიონი დოლარის ღირებულების ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთი (შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 262 მილიონს შეადგენდა). ინდოეთისა (708 მილიონი პირველ კვარტალში) და ბრაზილიის შემდეგ, ამერიკამ რუსეთის სასუქის იმპორტიორთა რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ამავდროულად, აშშ მკაცრად აკონტროლებს რუსეთის მინერალური სასუქების მიწოდებას ევროპულ ბაზარზე, სადაც ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რამეთუ - სანქციებს უნდა სცენ პატივი! და დიდი სიამოვნებით თავად აწვდის ევროპას ამ სასუქებს უკვე ამერიკიდან, დიახ, უკვე სულ სხვა ფასად. 

ამერიკა ასევე აკონტროლებს ევროპის ნავსადგურებში ამ მომენტისთვის დაბლოკილ რუსეთის მინერალური სასუქების 200 ათას ტონაზე მეტ ოდენობას, რომელიც განკუთვნილია აფრიკის კონტინენტისთვის და მათი დანარჩენ მსოფლიო ბაზარზე მოხვედრის საშუალებას არ იძლევა. რატომ სჯის აფრიკას და აზიას ამერიკა და რატომ ზრდის აფრიკელების სიძულვილის გრადუსს თავისი ყოფილი ევროპელი კოლონიზატორების მიმართ, ასევე „გაუგებარია“.

ამბობენ, რომ ოჯახის ძაღლები ხშირად ემსგავსებიან ხასიათებში თავის მეპატრონეებს. არ გახლავართ „ზოოფსიქოლოგი“, მაგრამ ჩვენი ოპოზიციონერების დიდი ნაწილი საკუთარი აგენტოკრატებისაგან რომ ითვისებს თავის ყოფაქცევით ბუნებას - ეჭვგარეშეა. გახსოვთ ალბათ, როგორ ითრევდნენ ისინი ფეხს თვეების განმავლობაში „გაყალბებული“ არჩევნების შედეგად „უკანონო“ და „პუტინის“ პარლამენტში შესვლისაგან, მაგრამ გულის ფანცქალით ელოდებოდნენ ყოველი თვის 30 რიცხვში ბანკიდან შემოსულ „მესიჯს“, ანგარიშზე სადეპუტატო 4600 ლარის ჩარიცხვის თაობაზე...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ზურაბიშვილი: თუ ახალი ლიდერი არ გამოჩნდა, ოპოზიციური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი და შემცვლელი არაა არც არჩევნების, არც რევოლუციის თუ დამხობის გზით
ზურაბ ქადაგიძე: ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს - ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს
ქართველიშვილი: ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად - ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა
ჯაბა ხუბუა- 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია
არქივი