ზურაბ ქადაგიძე ბესელიაზე: ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გამოაპანღურეს პარტიიდან, ერთ დღეში დაკარგა ფოთი, გავლენები, პერსპექტივა და პოლიტიკური კარიერა, რომელსაც ვერასდროს აღიდგენს პატიოსანი თამაშის წესებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
700 18 აგვისტო 2023, 14:56

გვარამიას ტელევიზიაში ზის და ბოღმას ანთხევს, ლამისაა წყევლა დაიწყოს, ირაკლი კობახიძეს ჩემთვისაც აქვს მოხდილი ბოდიში, რისთვის და რატომ არ მახსოვსო, ივანიშვილი დაემუქრა თანამდებობას დაგატოვებინებ თუ ეკას არ მოუბოდიშებო…ოღონდ რა მოხდა და როდის არ ახსოვს… - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიაზე.

მისი თქმით, ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გამოაპანღურეს პარტიიდან.

აქვე ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბესელიამ ერთ დღეში დაკარგა ფოთი, გავლენები, პერსპექტივა და პოლიტიკური კარიერა, რომელსაც ვერასდროს აღიდგენს პატიოსანი თამაშის წესებით.

„გვარამიას ტელევიზიაში ზის და ბოღმას ანთხევს, ლამისაა წყევლა დაიწყოს - ირაკლი კობახიძეს ჩემთვისაც აქვს მოხდილი ბოდიში, რისთვის და რატომ არ მახსოვსო, ივანიშვილი დაემუქრა თანამდებობას დაგატოვებინებ, თუ ეკას არ მოუბოდიშებო…

ოღონდ რა მოხდა და როდის, არ ახსოვს… მდაა, მძიმე შემთხვევაა, არა? ბოლოს ეს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გამოაპანღურეს პარტიიდან და მაგის შემდეგ ბიპოლარული აშლილობა აწუხებს… პრინციპში, შეაწუხებს, აბა, რას იზამს, ერთ დღეში დაკარგა ფოთი, გავლენები, პერსპექტივა და პოლიტიკური კარიერა, რომელსაც ვერასდროს აღიდგენს პატიოსანი თამაშის წესებით…

ჰოდა, ნაც-ტელევიზიაში დაჯდა - გუბაზამ თუ დეპუტატობა გაინაღდა, მე რითი ვარ ნაკლები, ის თუ არის „გორსალა“, მე რით ვარ ნაკლები, რომ გორსალა ვიყო და თან დეპუტატიო?! ეს მალე ყველას გადაასწრებს სააკაშვილის კარზე…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი