დავით ქართველიშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ამ, ვერაფრით ვერ-მომკვდარი, სვავებით გარშემორტყმული ბელადის ხელში, ვერც მამებს ვეხუტებით სიცოცხლის მათ ბოლო წამებში და ვერც შვილებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
655 18 აგვისტო 2023, 20:27
"დღეს ვახტანგ გომელაურს მამა გარდაეცვალა. ჩემსავით, მასთან ყოფნის ბოლო წუთებს ალბათ ისიც ვერ ეღირსა. სვავების ბანაკში ალბათ ზეიმია," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. 

მისი თქმით, ამ ამბავმა მამამისის გარდაცვალება გაახსენა, ვინაიდან სწორედ "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს მას მომაკვდავ მამასთან გამომშვიდობების საშუალება არ  მიეცა. 

"2011 წლის 10 მარტს, სასტუმრო "თბილისი-მერიოტში", 20 საათზე, საქართველოში სააკაშვილის მიერ ჩამოთრეული,  "შავი იარაღის ბარონად" შერაცხული ლეონიდ მინინი გვიტარებდა "თათბირს", თელეთის მშენებარე სასაკლაოს სავენტილაციო სისტემის მონტაჟის თაობაზე. თათბირს ვესწრებოდი მეც, ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჩემი აწ გარდაცვლილი ბაჩოც - მარკეტოლოგი. 

21 საათზე სახლიდან დამირეკა დამ: "მგონი მამა ცუდადაა". მინინს ავუხსენი სიტუაცია, უხეშად მიპასუხა: "მალე დავამთავრებთ, არაფერი არ მოუვა". მარიოტიდან 21 საათსა და 30 წუთზე გამოვედი. 21 საათსა და 45 წუთზე ხილიანზე ვიყავით მე და ბაჩო. მამა ათი წუთის წინ გარდაცვლილი დაგვხვდა...

დღეს გამახსენეს სვავებმა, ლეონიდ მინინის გუნდის წევრებმა, გომელაურს მძიმედ ავადმყოფ მამასთან კლინიკაში რამოდენიმე დღით ერთად ყოფნა რომ არ აპატიეს. დღეს ვახტანგ გომელაურს მამა გარდაეცვალა. ჩემსავით, მასთან ყოფნის ბოლო წუთებს ალბათ ისიც ვერ ეღირსა. სვავების ბანაკში ალბათ ზეიმია. საინფორმაციოზე "გადამერთო" და ფოტიგამ - "მიშა უკიდურესად ცუდად არისო, კვდებაო". აი ამ, ვერაფრით ვერ-მომკვდარი, სვავებით გარშემორტყმული ბელადის ხელში, ვერც მამებს ვეხუტებით სიცოცხლის მათ ბოლო წამებში და ვერც შვილებს.

ვახტანგ გომელაური ჩემი უკანასკნელი მინისტრი იყო - ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამამისის სული. ვიზიარებ," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი