ნინო ფოჩხუა - კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის მიმართ, არამედ ეს არის თავხედობის ის დონე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
767 21 აგვისტო 2023, 13:40
კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის მიმართ, არამედ ეს არის თავხედობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

ფოჩხუა, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს აფასებს, სადაც მან არჩევნების ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ექსპერტის თქმით, კელი დეგნანი არჩევნების ელექტრონულ სისტემას, რომელიც მანიპულაციის საშუალებას არ იძლევა, ეჭვქვეშ ისე აყენებს, რომ ქართულ საზოგადოებასაც შეურაცხყოფს.

“კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუ არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხის მიმართ, არამედ ეს არის თავხედობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არც ერთმა დიპლომატმა არ უნდა იკადროს. დეგნანი ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ელექტრონულ სისტემას, რომელიც რეალურად სრულად გამორიცხავს მანიპულაციას და რაიმე სახის მინიმალურ მანიპულაციასაც კი. თან ეჭვქვეშ აყენებს ისე, რომ ქართველ ხალხს ფაქტობრივად დებილებს უწოდებს, ცოდნა არ გაგაჩნიათ და ხმას ვერ მისცემთო. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო აღარ ვიცი, ბედნიერებაა რომ ეს ქალი მოშორდა ჩვენ ქვეყანას!” - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი