დავით ქართველიშვილი: The Wall Street Journal-ის აზრით, ჯო ბაიდენის ყოყმანი საზიანოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თვით პრეზიდენტისთვის: „როგორც ჩანს, ბაიდენს არ ესმის, რით ემუქრება მას ეს ჩიხური სიტუაცია, როდესაც თავისი აუჩქარებლობით, ის ძირს უთხრის აშშ-ს მიმართ საზოგადოებრივ მხარდაჭერას"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
564 23 აგვისტო 2023, 12:01
„WSJ-ს პუბლიკაციის მკაცრ ტონში ასევე აშკარად იკითხება უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჯო ბაიდენმა დღემდე არ ჩათვალა საჭიროდ, კონგრესის წინაშე ანგარიში ჩაებარებინა, თუ კონკრეტულად რა მიზნებისთვის არის გამოყოფილი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტისთვის უკრაინა რეალურად გადაიქცევა იმ წყევლად და „ჯვრის ტარებად“, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი ვეღარ გაუძლებს და ის საბოლოოდ დაასამარებს მის პოლიტიკურ კარიერას.
"მედია-გამოცემა Newsweek-ის შემდეგ, ჯო ბაიდენის პოლიტიკურ პერსპექტივებზე უკრაინაში შექმნილი ვითარების ზეგავლენა, ამჯერად განიხილა „დემოკრატებისა“ და გლობალიზმის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა მედია-რუპორმა The Wall Street Journal-მა.
გამოცემის აზრით, უკრაინის კონტრშეტევის სრული კრახი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჯო ბაიდენს თან არც სურს და არც შეუძლია გაუწიოს უკრაინას დროული და ქმედითი დახმარება. მორიგ ფიასკოდ არის შეფასებული კიევისთვის ავიაგამანადგურებელ F-16-ის დღემდე განუხორციელებელი მიწოდება. „ბაიდენი ერთი წელია ითრევდა ფეხს, სანამ საბოლოოდ არ დააგვიანა,“ - აღნიშნა WSJ-მ.
თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარე ომის პირობებში, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში, რვა მოქმედი მფრინავის გარდა, ვერ გამოინახა ინგლისური ენის მცოდნე სპეციალისტი. ამჟამად ეს რვა მფრინავი შეუდგა შესაბამის სწავლებას საბერძნეთის ტერიტორიაზე, მაგრამ საკითხავია, ამან რა გარდატეხა უნდა შეიტანოს ომის მსვლელობაში. The Wall Street Journal-ის აღნიშნული პუბლიკაცია საინტერესოა რამოდენიმე გარემოების გამო: 1) ეს არის „პრო-დემოკრატიული“ გამომცემლობა, 2) ვაშინგტონი უკვე აშკარად ეძებს "უკრაინულ ფიასკოში" დამნაშავე "განტევების ვაცებს" და 3) ამ ძებნაში მისთვის აღარ არსებობს „მიუკარებელთა კასტა“ თვით მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის ჩათვლით. WSJ-ს პუბლიკაციის მკაცრ ტონში ასევე აშკარად იკითხება უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჯო ბაიდენმა დღემდე არ ჩათვალა საჭიროდ, კონგრესის წინაშე ანგარიში ჩაებარებინა, თუ კონკრეტულად რა მიზნებისთვის არის გამოყოფილი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი. ამით ჯო ბაიდენმა ეჭვის ქვეშ დააყენა წარმომადგენელთა პალატის მიერ მორიგი 24 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის „წარმატებული“ მხარდაჭერა. The Wall Street Journal-ის აზრით, ჯო ბაიდენის ყოყმანი საზიანოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თვით პრეზიდენტისთვის: „როგორც ჩანს, ბაიდენს არ ესმის, რით ემუქრება მას ეს ჩიხური სიტუაცია, როდესაც თავისი აუჩქარებლობით, ის ძირს უთხრის აშშ-ს მიმართ საზოგადოებრივ მხარდაჭერას", ვინაიდან ამომრჩეველთა სულ უფრო დიდი და ფართო სეგმენტი ტრამპის მხარეს გადადის. WSJ-ს განმარტებით, „ტრამპი იზიდავს მომხრეებს უფრო მკვეთრად გამოხატული მიზნებით და თავისი ურყევი განზრახვით შეაჩეროს აშშ-ს უსარგებლო ჩარევა უკრაინის კონფლიქტში, მაშინ, რიდესაც მოქმედმა პრეზიდენტმა ვერც ერთხელ ვერ განმარტა ამერიკის ინტერესების არსი უკრაინაში“. The Wall Street Journal-ის ამ მნიშვნელოვან პუბლიკაციას დაემატა ამერიკული საზოგადოების მკვეთრი უკმაყოფილება ცენტრალური ხელისუფლების მიმართ იმის გამო, თუ რა არასაკმარისი დახმარება იქნა გამოყოფილი ჰავაის კუნძულებზე დატრიალებული სტიქიური ტრაგედიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის: კუნძულ მაუის თითოეულ მაცხოვრებელს გამოუყვეს 700 დოლარის ოდენობის დახმარება მაშინ, როდესაც თითოეულ უკრაინელზე ვაშინგტონმა უკვე დახარჯა 1700 დოლარი. როგორც ჩანს, ჯო ბაიდენისთვის უკრაინა რეალურად გადაიქცევა იმ წყევლად და „ჯვრის ტარებად“, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი ვეღარ გაუძლებს და ის საბოლოოდ დაასამარებს მის პოლიტიკურ კარიერას“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი