თამარ ჩიბურდანიძე ნიკა გვარამიაზე: როგორ შეიძლება ოპოზიციის წარმატებულ ლიდერად აქციო პირი, რომელიც ამავე გუნდის წარუმატებელი იდეოლოგი იყო წლების განმავლობაში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
839 25 აგვისტო 2023, 13:24
"ჩვენ კი, რა თქმა უნდა, გვაწყობს გვარამია ოპოზიციის ლიდერად - ქართველ ხალხთან დიდი ენერგიის დახარჯვა აღარ დაგვჭირდება წინასაარჩევნოდ მკვლელი ხელისუფლების დაბრუნების შემთხვევაში წარმოდგენილი რეალობის დასანახად", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ნიკა გვარამიას დაჯილდოება ამერიკიდან დაავალეს, თუმცა ამ დავალების გამცემები და აღმსრულებლები ვერ ხვდებიან, რომ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვერანაირი ჯილდო გვარამიას საქართველოში რეიტინგს ვერ აუწევს. 


"გვარამიას დაჯილდოება ალბათ ამერიკიდან უბრძანეს უკრაინის ხელისუფლებას და მათაც შეასრულეს. გვარამია ხომ ახალ პოლიტიკურ ლიდერად სურთ ამ გამქრალი ოპოზიციისთვის, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ჰგონიათ, თუკი უკრაინის ან სხვა ქვეყნის ხელისუფლება მსგავსი დაკვეთით ჯილდოს გადასცემს გვარამიას,  რეიტინგი აეწევა საქართველოში. 

ასეთ მცდარ პოლიტიკას აწარმოებენ ოპოზიციის ფლანგზე და მერე უკვირთ,   რეიტინგი რატომ  არ გვაქვსო? როგორ შეიძლება ოპოზიციის წარმატებულ ლიდერად აქციო პირი, რომელიც ამავე გუნდის წარუმატებელი იდეოლოგი იყო წლების განმავლობაში? 

იმ პერიოდის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სისხლიან ფურცლად  ჩაიწერა, ვერც ერთი ჯილდო ვერ გახდის რეიტინგულს. სანამ ამას ვერ შეიგნებენ ის სტრატეგოსები, რომლებიც ამ გასაცოდავებული ოპოზიციით ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ, მანამდე იქნება მათი რეიტინგი მინიმუმს დაბლა. 

ჩვენ კი, რა თქმა უნდა, გვაწყობს გვარამია ოპოზიციის ლიდერად - ქართველ ხალხთან დიდი ენერგიის დახარჯვა აღარ დაგვჭირდება წინასაარჩევნოდ მკვლელი ხელისუფლების დაბრუნების შემთხვევაში წარმოდგენილი რეალობის დასანახად", - წერს ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი