დიტო სამხარაძე: ნაცები წუხან თურმე მევენახეებზე და რთველზე - ვითომ "წუხილით" და სინამდვილეში ბოროტი კლოუნობით რასაც აქამდე "მიაღწიეს," იმას მიაღწევენ ახლაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
606 26 აგვისტო 2023, 12:16

20 თეთრით დაასუბსიდირეთ ყურძენიო, რასაც მთავრობა ისედაც აკეთებს და ეს მშვენივრად იციან, უბრალოდ უნდათ რომ მევენახეები, რომლებმაც მათზე კარგად იციან რეალობა და დანარჩენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით სოციალურ ქსელში წერს:

"ნაცები წუხან თურმე მევენახეებზე და რთველზე. ოკ, მოდით ახლა ვნახოთ რა ხდებოდა მათ დროს და რა ხდება ამ ხელისუფლების დროს ამ მიმართულებით:

2012 წლამდე საქართველოში არსებობდა ღვინის 40 კომპანია, დღეს არსებობს 2510(!) ღვინის კომპანია.

2012 წელს - ბოროტი ლუზერების დროს მევენახეებმა შემოსავლის სახით მიიღეს 35 მილიონი ლარი. 2022 წელს - 270 მილიონი(!) ლარი.

2013 წლიდან 2022 წლამდე ჯამში მევენახეებმა შემოსავლის სახით მიიღეს 2.14 მილიარდი(!) ლარი.

2012 წელს ექსპორტზე გავიდა 20 მილიონი ლიტრი ღვინო, გასულ 2022 წელს - 103.4 მილიონი(!) ლიტრი ღვინო.

ამ ხელისუფლების დროს დაწყებული პროგრამის, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ღვინის საწარმოები დაფინანსდა 390 მილიონი ლარით. რამდენით ფინანსდებოდა ნაცების დროს? 0 ლარით. მსგავსი პროგრამა საერთოდ არ არსებობდა.რაც შეეხება ყურძნის გადამუშავებას, სულ ორი წელი რომ შევადაროთ, ანუ მათი დასასრული და ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დასაწყისი:2010 წელს - გადამუშავდა 23 ათასი ტონა ყურძენი;

2011 წელს - ისევ ბოროტი ლუზერების დროს - 43.5 ტონა ყურძენი;2013 წელს, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს - 92.3 ათასი ტონა ყურძენი;2014 წელს - 123 000 ტონა ყურძენი.

ხოლო შარშან, 2022 წელს, გადამუშავდა 257 000(!) ტონა ყურძენი.

აღარაფერს ვამბობ იმ სასაცილო ამბავზე რომ ბრიფინგი მოაწყვეს და მთავრობას მოუწოდეს, 20 თეთრით დაასუბსიდირეთ ყურძენიო, რასაც მთავრობა ისედაც აკეთებს და ეს მშვენივრად იციან, უბრალოდ უნდათ რომ მევენახეები, რომლებმაც მათზე კარგად იციან რეალობა და დანარჩენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ ამ ვითომ "წუხილით" და სინამდვილეში ბოროტი კლოუნობით რასაც აქამდე "მიაღწიეს," იმას მიაღწევენ ახლაც."- წერს დიტო სამხარაძე. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი