„ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონის“ საუკეთესო ტრადიციებში, შარლ მიშელმა - 2030 წლამდე გაფართოებაზე არც იოცნებოთო.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
669 29 აგვისტო 2023, 15:36
„ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონის“ საუკეთესო ტრადიციებში, შარლ მიშელმა - 2030 წლამდე გაფართოებაზე არც იოცნებოთო. როგორც ჩანს, მედვედევს ბრიუსელშიც კითხულობენ:„თუკი დასავლეთი საქართველოში გააქტიურდება, სოხუმსა და ცხინვალს რუსეთის შემადგენლობაში შევიყვანთო“. და აჰა, „მეტი რით დაგეხმაროთ“ კონტექსტში, შარლ მიშელმა დმიტრი ანატოლიევიჩს უპასუხა: არ ვიაქტიურებთ, არ მოახდინო ანექსიაო!“ - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებთან დაკავშირებით ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას.

ქართველიშვილი ასევე, ამ თემაზე ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი განცხადებების შემდეგ გასარკვევია, რამდენად დამაზიანებელია ისინი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ხომ არ შეუწყობს ხელს ევროსკეპტოციზმს. 

„გავეცანი ზედაზედ სამი სპიკერის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებთან დაკავშირებით. პირველი - ოპოზიციის მედიარუპორს, ნიკა გვარამიას ეკუთვნის: არა უშავს, რომ უახლოეს პერსპექტივაში არ მიგვიღებენ, მთავარია, შესაძლებლობის ფანჯარა არ იხურებაო. ანუ ახალი პოლიტიკური ტერმინი შემოიღო - თუ NATO-სთან მიმართებით ღია კარში „საპატიო“ ადგილას ვიჟანგებით, რაკი კარები დაკავებულია, EU-მ ფანჯარა გაგვიღო. თუმცა, გვარამიას ვარაუდით, სტატუსი მაინც არ მოგვეცემა.

მეორე მოსაზრება ეკუთვნის საქართველოს საკითხებში აწ უკვე „საპატიო ვანგას“, ჟურნალისტს, რიკარდ იოზვიაკს, რაც პირადად ჩემ მიერ არაერთხელ გამოთქმულ ვარაუდს ემთხვევა: კი მოგვცემენ ამ სტატუსს, მაგრამ არანაკლები ისეთი ახალი დათქმების თანხლებით, როგორც, მაგალითად, უკრაინამ რომ NATO-ში გასაწევრიანებლად მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი უნდა ჩაატაროს.

განცხადება მესამე: „ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონის“ საუკეთესო ტრადიციებში, შარლ მიშელმა - 2030 წლამდე გაფართოებაზე არც იოცნებოთო. როგორც ჩანს, მედვედევს ბრიუსელშიც კითხულობენ:„თუკი დასავლეთი საქართველოში გააქტიურდება, სოხუმსა და ცხინვალს რუსეთის შემადგენლობაში შევიყვანთო“. და აჰა, „მეტი რით დაგეხმაროთ“ კონტექსტში, შარლ მიშელმა დმიტრი ანატოლიევიჩს უპასუხა: არ ვიაქტიურებთ, არ მოახდინო ანექსიაო! 

გასარკვევი მხოლოდ ორი რამ არის: ხდება თუ არა შარლ მიშელი ავტომატურად „რუსეთუმე“, ვინაიდან ასეთი პრორუსული საჩუქარი მედვედევს არც კი დაესიზმრებოდა, და, მით უმეტეს, რა დონის ევროსკეპტიციზმის მაპროვოცირებელია იგი ქართული საზოგადოებისთვის; და მეორე, რამდენად დამაზიანებელია ჩვენთვის ეს დამატებითი „ორპირი“ - ამჯერად უკვე ღია ფანჯრიდან მომდინარე. გაუძლებს კი ამდენს დასუსტებული ქართული „ფილტვი“?! აიკიდებს თუ არა ლეტალურ „პნევმონიას“?! - ამას 2030 წლის დადგომა აღარ უნდა, გაცილებით უფრო მალე გავიგებთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი