ნინო ფოჩხუა - ვინ მეტყვის რომ ქალბატონი სალომე უსამშობლო აგენტი არ არის, ნახეთ ვინ დაუდგა დამცველად მის ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, ის მოსყიდული ევროპარლამენტარები, ვინც თავისი განცხადებებით ძირს უთხრიან ჩვენს ევროპულ მომავალს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
611 01 სექტემბერი 2023, 18:24
როგორ შეიძლება ირაკლი კობახიძეს შეედარო საქართველოს კონსტიტუციის ცოდნაში, მაგრამ ბედავენ კუბილიუსები, გრეგორევები. ვულოცავ ქალბატონ სალომეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი აგენტურული ქსელის  წევრობას. ახლა უკვე ყველაფერს მოეფინა ნათელი-წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის აღძვრასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების გამოხმაურებებზე. 

ექსპერტის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს ის მოსყიდული ევროპარლამენტარები დაუდგნენ დამცველად, ვინც თავისი განცხადებებით ძირს უთხრიან ჩვენს ევროპულ მომავალს.

“აბა ახლა ვინ მეტყვის რომ ქალბატონი სალომე უსამშობლო აგენტი არ არის, ნახეთ ვინ დაუდგა დამცველად მის ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, ისევ ის მოსყიდული ევროპარლამენტარები, ვინც თავისი განცხადებებით ძირს უთხრიან ჩვენს ევროპულ მომავალს.
როგორ შეიძლება ირაკლი კობახიძეს შეედარო საქართველოს კონსტიტუციის ცოდნაში, მაგრამ ბედავენ კუბილიუსები, გრეგორევები. ბედავენ იმიტომ რომ პატრონებმა უბრძანეს. ესენი ყველა ხომ ერთი ოთახიდან იმართებიან.
ვულოცავ ქალბატონ სალომეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი აგენტურული ქსელის  წევრობას. ახლა უკვე ყველაფერს მოეფინა ნათელი. ესეც გაივლის.
ჩვენ კი ვაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო!”- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი