ედიშერ გვენეტაძე - იმდენად მსუყედ არიან ნაკვები აქაური ნაძარცვი ფულებით და "დავერბოვკებულნი", ერთი თითის გატკაცუნება და გრეგოროვები, გლუქსმანები, კუბილიუსები, ფოტიგები, კრამონები და მათი მსგავსი სუბიექტები აკრიტიკებენ რაღაცას, მაგრამ რას, არ იციან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
630 01 სექტემბერი 2023, 18:36
იმდენად მსუყედ არიან ნაკვები აქაური ნაძარცვი ფულებით და იმდენად არიან "დავერბოვკებულნი", რომ ერთი თითის გატკაცუნება და გრეგოროვები, გლუქსმანები, კუბილიუსები, ფოტიგები, კრამონები და მათი მსგავსნი სუბიექტები ცალ ფეხზე, ასკინკილათი მხტუნავნი აკრიტიკებენ, რაღაცას, მაგრამ რას? აი ეს კი არ იციან! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით.
  
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, მსოფლიო უბნელესი ძალები, რომელთა ნაწილსაც სამწუხაროდ ეს ევროპალამეტარებიც წარმოადგენენ, მოქმედებენ ერთ კაბინეტში დაწერილი უსტარით, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და შემდეგ ქვეყნის ომში ჩაბმა.

მისი თქმით, როგორც კი გაცხადდა ქართული "ოცნების" გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, მაშინვე აწრიალდა ევროპაში ის ფენა, რომელთაც  ლიბერასტ-ლობისტ-ქრთამისტები ჰქვიათ.

„როგორც კი გაცხადდა ქართული "ოცნების" გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, მაშინვე აწრიალდა ევროპაში ის ფენა, რომელთაც  ლიბერასტ-ლობისტ-ქრთამისტები ჰქვიათ!
იმდენად მსუყედ არიან ნაკვებნი აქაური ნაძარცვი ფულებით და იმდენად არიან "დავერბოვკებულნი", რომ ერთი თითის გატკაცუნება და გრეგოროვები, გლუქსმანები, კუბილიუსები, ფოტიგები, კრამონები და მათი მსგავსნი სუბიექტები ცალფეხზე, ასკინკილათი მხტუნავნი აკრიტიკებენ, რაღაცას, მაგრამ რას? აი ეს კი არ იციან!
ნათლად არის ნათქვამი, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია! ანუ დაარღვია ქვეყნის იურიდიული არსებობის საფუძველი, რომლის დაცვის გარანტიც თავად უნდა იყოს!
ჩვენ იმიტომ გვინდა ევროპა, რომ ასე გვსმენია, გაგვიგია და გვჯერა (ყოველ შემთხვევაში გვინდა გვჯეროდეს), რომ ევროკავშირში გაბატონებულია უპირველეს ყოვლისა კანონის უზენაესობა და კანონის პატივისცემა!
ესენი გამოდიან და პირიქით, მხარს უჭერენ და დახმარებას პირდებიან და უწევენ კიდევაც კანონის დარღვევებს! მაგალითად: უგულავა, რურუა, მელია, გვარამია... და ახლა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს!
ყველაფერი ნათელია, მსოფლიო უბნელესი ძალები, რომელთა ნაწილსაც სამწუხაროდ ეს ევროპალამეტარებიც წარმოადგენენ მოქმედებენ ერთ კაბინეტში დაწერილი უსტარით! რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ამის შემდეგ ქვეყნის ომში ჩაბმა! „ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი