ზაალ ანჯაფარიძე ჯორჯ ბუშის განცხადებაზე- როგორც დონალდ ტრამპს სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
571 04 სექტემბერი 2023, 13:34
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ - გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში“.

ანალიტიკოსის თქმით, როგორც დონალდ ტრამპს სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე.


„ვინმემ ჰკითხოს ამ სუბიექტს, თავად ამერიკელები როგორ ექცევიან  მათ ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. როგორც მას სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ჩათვლით“-წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი