გიორგი გამსახურდია: 2008 წლის 19 სექტემბრიდან 2013 წლის 11 ივლისამდე, მიშას 271 ჯერ აქვს გამოყენებული სამთავრობო ბორტი, რომლის ეკიპაჟის მგზავრები მეტწილად იყვნენ მისი ოჯახის წევრები და ნაწილ შემთხვევაში სუსტი ყოფაქცევის ქალები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
661 07 სექტემბერი 2023, 22:04

2008 წლის 19 სექტემბრიდან 2013 წლის 11 ივლისამდე, მიშას აქვს 271 ჯერ გამოყენებული სამთავრობო ბორტი, რომლის ეკიპაჟის მგზავრები მეტწილად იყვნენ მისი ოჯახის წევრები ნაწილ შემთხვევაში და ნაწილ შემთხვევაში სუსტი ყოფაქცევის ქალები, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ სუბიექტის ბოლო თეთრამდე და ცენტამდე ხარჯი, ანაზღაურებულია სახელმწიფოს ხარჯებით.

„სიტუაცია გამოიყურება შემდეგნაირად: 2008 წლის 19 სექტემბრიდან 2013 წლის 11 ივლისამდე, მიშას აქვს 271 ჯერ გამოყენებული სამთავრობო ბორტი, რომლის ეკიპაჟის მგზავრები მეტწილად იყვნენ მისი ოჯახის წევრები ნაწილ შემთხვევაში და ნაწილ შემთხვევაში სუსტი ყოფაქცევის ქალები, მისი გარემოცვიდან და არამარტო. ასევე მისი უახლოესი საძმაკაცო, რომლებსაც არანაირ კონტექსტში შემხებლობა არ ჰქონიათ მიშას „პოლიტიკურ" საქმიანობასთან. გარდა მიშასთვის ბოჰემურ ცხოვრებაში ამა თუ იმ სახით პარტნიორობის გაწევაში. აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ სუბიექტის ბოლო თეთრამდე და ცენტამდე ხარჯი, ანაზღაურებულია სახელმწიფოს ხარჯებით. 2008-მდე პერიოდსაც მალე განვიხილავთ“, - აღნიშნავს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი