დავით ქართველიშვილი: როდესაც საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი გადაწყვეტილი იყო, სააკაშვილმა გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის უკრაინის წარმომადგენლობას გააკეთებინა ყალბი ცნობა, რომ მეგის ქარდავას მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
633 08 სექტემბერი 2023, 12:12
„სააკაშვილის სექტის და სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს ურთიერთობებზე შეგვიძლია ცალკე სახელმძღვანელო დავწეროთ და ქრესტომათიულ სასწავლო დისციპლინად შემოვიღოთ თუ რა არ უნდა აკადრო ევროპულ მართლმსაჯულებას“, - „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სტრასბურგმა მოასწრო საქართველოდან რეკორდული ოდენობის სარჩელების მიღება, რომელთა 90%-ის განხილვა საქართველოს ხელისუფლების მარცხით დასრულდა.
„სააკაშვილის სექტის და სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს ურთიერთობებზე შეგვიძლია ცალკე სახელმძღვანელო დავწეროთ და ქრესტომათიულ სასწავლო დისციპლინად შემოვიღოთ თუ რა არ უნდა აკადრო ევროპულ მართლმსაჯულებას. სექტის ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სტრასბურგმა მოასწრო საქართველოდან რეკორდული ოდენობის სარჩელების მიღება, რომელთა 90%-ის განხილვა საქართველოს ხელისუფლების მარცხით დასრულდა.
სამწუხაროდ, დაზარალებულთა მიმართ ფულადი კომპენსაცია უკვე მოქმედ ხელისუფლებას დაეკისრა, რაც სააკაშვილის სექტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის უკანონო ფლანგვის ნაწილს, კიდევ ერთი დამატებითი ზარალი მიამატა გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე. მაგრამ სექტანტების თავხედობა იმაშიც გამოიხატებოდა, რომ სტრასბურგს იქეთ მიმართავდნენ, „საკუთარი უფლებების დაცვის“ მაძიებლობის კუთხით. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მათი ეს არაერთი მცდელობა სრული კრახით დასრულდა. გავიხსენოთ "რუსთავი 2"-ის საქმე, მიხეილ სააკაშვილის არაერთი სარჩელი, ბაჩანა ახალაიას "ქეისი", გიგი უგულავას მცდელობა პოლიტიკურ ნაწილში დარღვევების დასადგენად, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი, ზურა "გირჩი" ჯაფარიძის და აწ უკვე ნიკანორ მელიას მიმართვები ყოველ ჯერზე სტრასბურგი ან განსახილველადაც არ იღებდა მათ განცხადებებს, ან სრულიად გამამტყუნებელი ვერდიქტით შემოიფარგლებოდა.
მაგრამ, ყველაზე სამარცხვინო ქმედება მაინც მეგის ქარდავას საქმეს უკავშირდება. 2021 წლის ზაფხულზე, როდესაც საქართველოში მისი ექსტრადირების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო სააკაშვილმა მიმართა აქამდე არნახულ თაღლითობას: გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის უკრაინის წარმომადგენლობას გააკეთებინა ყალბი ცნობა, რომ მეგის ქარდავას მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი და მისი საქართველოში ექსტრადირება არ შეიძლება.
აღნიშნული ყალბი დოკუმენტი სააკაშვილმა სტრასბურგში ჩაატანინა ორ ნონას: მამულაშვილს და წოწორიას, რომლებმაც იგი სასამართლოს კანცელარიაში ჩააბარეს. ვსარგებლობ შემთხვევით და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის იმჟამინდელ ხელმძღვანელს მაქსიმ იურის ძე სოკოლიუკს, რომელმაც მყისიერად დააწია სტრასბურგს დოკუმენტი, რომ: „მეგის ქარდავას განაცხადი უკრაინაში ლტოლვილის სტატუსის მაძიებლობაზე არ დაკმაყოფილდა სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ“. აღნიშნული წერილის მიღებისთანავე, სააკაშვილის ფეიკ-განცხადება განსახილველადაც არ იქნა მიღებული სტრასბურგის სასამართლოს კანცელარიის დონეზეც კი. მართალია, ამისთვის სააკაშვილი და მისი სექტანტები არ დასჯილან, თუმცა ვისთან აქვთ საქმე სტრასბურგმა დიდი ხნით დაიმახსოვრა. სამაგიეროდ, სააკაშვილის ძალისხმევით დაისაჯა მაქსიმ სოკოლიუკი: 2021 წლის 29 სექტემბერს, როდესაც სააკაშვილი უკვე იყო კონტრაბანდულად მოთავსებული არაჟნის კონტეინერში, მაქსიმ სოკოლიუკი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. სტრასბურგი და სააკაშვილი სამწუხაროდ, ორმაგად სამარცხვინო ლაქა ამ სასამართლოსთან ურთიერთობებში საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჯერ სექტის დანაშაულების ჭრილში, რომელიც შეეხო ადამიანის უფლებების კონვენციის თითოეული მუხლის დარღვევას, ხოლო შემდგომ ამ კრიმინალების თაღლითობის კუთხით სტრასბურგთან უკვე საკუთარი დანაშაულებრივი ბუნების ლეგიტიმაციის მიზნით“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი