ვიმედოვნებ, ჯოზეფ ბორელი პირისპირ შეხვედრების შემდეგ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად და ახლა ჯერი მათზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
536 08 სექტემბერი 2023, 15:46
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს გამოეხმაურა. 

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, საქართველოს ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს სტატუსი ეკუთვნოდა შარშანაც, თუმცა ეს არ მოხდა.

„ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში. ვიმედოვნებ, ჯოზეფ ბორელი პირისპირ შეხვედრების შემდეგ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად და ახლა ჯერი მათზეა. 

საქართველოს ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს სტატუსი ეკუთვნოდა შარშანაც, თუმცა, სამწუხაროდ ეს არ მოხდა. სტატუსის მონიჭება ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მჯერა, ევროპა ამჯერად რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

რაც შეეხება თორმეტი პუნქტის შესრულებას, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ხელისუფლების ნებაზე. აქ უდიდესი როლი თავად ევროპას აკისრია და ალბათ შესაბამისი მოთხოვნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ოპოზიციასთან შეხვედრის დროს ექნებოდა. ასევე, არასამთავრობო სექტორთან მიმართებითაც. თუკი მივდივართ ევროპულ გზაზე, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმაც უნდა აიღოს. მუდმივად დესტრუქციულ რეჟიმში მუშაობა შედეგზე ვერ გაგვიყვანს. 

ველით გადამწყვეტ ეტაპს საქართველო-ევროპის ურთიერთობებში. ან მივიღებთ სტატუსს და ვაგრძელებთ ჩვენს ისტორიულ ოჯახთან თანაცხოვრებას ან კიდევ ერთხელ სტატუსის არმოცემით და  სახელმწიფოებრივი შეურაცხყოფით, ევროპა მიიღებს ქართველი ხალხის სერიოზულ განაწყენებას. ‼️არჩევანი მათზეა! 

ქართველი ხალხი არც უსინათლოა და არც სმენადაქვეითებული, ყველაფერს კარგად ხედავს და ყველაფერი კარგად ესმის!“ , -წერს ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი