მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერმა უმაღლეს დონეზე დაიცვა საქართველოს ღირსება და ინტერესები! არ იდგა ცალ ფეხზე, არამედ იყო თავაწეული, იმიტომ რომ მას ზურგს უმაგრებს სიმართლე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
659 08 სექტემბერი 2023, 17:05
სანამ პოლიტიკურად შევაფასებდეთ პრემიერ ღარიბაშვილის და ბორელის ერთობლივ პრესკონფერენციას, იქამდე ემოციური ნაწილი მინდა გაგიზიაროთ. მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერმა უმაღლეს დონეზე დაიცვა საქართველოს ღირსება და ინტერესები - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, პირდაპირ ეთერში ნახა ყველამ, როგორ ითხოვს პრემიერი საკუთარი ქვეყნის მიმართ ერთადერთ, სამართლიან გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, თუ მართლაც დამსახურებაზეა დაფუძნებული ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველო გასულ წელსაც და ახლაც იმსახურებს დადებით პასუხს.

„სანამ პოლიტიკურად შევაფასებდეთ პრემიერ ღარიბაშვილის და ბორელის ერთობლივ პრესკონფერენციას, იქამდე ემოციური ნაწილი მინდა გაგიზიაროთ. 

მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერმა უმაღლეს დონეზე დაიცვა საქართველოს ღირსება და ინტერესები! არ იდგა ცალ ფეხზე, არამედ იყო თავაწეული, იმიტომ რომ მას ზურგს უმაგრებს სიმართლე! უდიდესი ისტორიის ქვეყანა(და არა ჯუნგლები, როგორც ეს მავანს მიაჩნია) და ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ხალხი! 
პოლიტიკურ ასპექტს რაც შეეხება, პირდაპირ ეთერში იხილა მთელმა მსოფლიომ თუ ვინ მუშაობს იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი(ცალკე საკითხია რის მომცემია და რა ფასი აქვს ამ სტატუსს). პირდაპირ ეთერში ნახა ყველამ, როგორ ითხოვს პრემიერი საკუთარი ქვეყნის მიმართ ერთადერთ, სამართლიან გადაწყვეტილებას.

ღარიბაშვილი იყო საქმიანი, კონკრეტული და მას ჰქონდა ფართო აზროვნებისა და ხედვის  გზავნილები გლობალურ პოლიტიკაზე. ბორელი კი აგრძელებდა საკუთარ ნარატივს აყვავებული ბაღისა და ჯუნგლების შესახებ. მან კიდევ ერთი აბსოლუტურად არაადეკვატური მაგალითი მოიყვანა, როდესაც ჩვენ - მოსწავლე ბავშვს, ხოლო ევროკავშირი - პედაგოგს შეადარა. ბორელი დაჟინებით ცდილობდა, რომ შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილება, საქართველოზე გადაებრალებინა თითქოს ჩვენ არ ვიმსახურებდით შარშან და ახლაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ სტატუსი მივიღოთ! მაშინ, როდესაც თუ მართლაც დამსახურებაზეა დაფუძნებული ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველო გასულ წელსაც და ახლაც იმსახურებს დადებით პასუხს. 

ერთი მარტივი კითხვაა - თუ დამსახურებაზეა, მაშინ დსთ-ს წევრ მოლდოვას და ომში მყოფ უკრაინას რატომ მიენიჭა და ყველა კრიტერიუმით უფრო დაწინაურებულ საქართველოს კი, არა?! ე.ი. სხვა მიზეზია და ვიცით რაც… ყველას კარგად გვესმის და პრემიერმაც პირდაპირ უთხრა ბორელს, რომ არაფერ შუაშია არც 12 პუნქტი და არც სხვა გარემოებები, მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც გლობალური ომის პარტიის ინტერესებს და მეორე ფრონტის გახსნაზე მიღებულ მტკიცე უარს უკავშირდება. 

ამიტომ, ფარისევლობას და თვალში ნაცრის შეყრას თავი დაანებონ! აღარაფერი გვაქვს სამტკიცებელი! ყველაფერი ხელის გულზეა და ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. მსოფლიო წესრიგი იცვლება, ახლის კონტურები უკვე იკვეთება, დაინახავს და გაითვალისწინებს თუ არა ამ ყველაფერს ევროკავშირი ეს მათი გადასაწყვეტია!“ - წერს შაქარიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი