ევროინტეგრაცია იმის საფასურად, რომ საქართველო განადგურდეს, ომისა და ღალატის პარტიის წევრების გარდა, არავის უნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
657 11 სექტემბერი 2023, 18:01
„იმ ახალგაზრდების უმრავლესობაც კი, რომლებიც მოტყუებით გამოიყვანეს ქუჩაში და გააპროტესტებინეს „ქვეყნის არასწორი მომავალი“, თუ იდეურად ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები არ არიან, არ იქნებიან თანახმა საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის განადგურებისა და ომში ჩართვის ფასად მოხდეს,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, ნინო ლომჯარიას ირგვლივ არსებული პოლიტიკური დაჯგუფება არის ჩვეულებრივი აგენტების მიერ დაფუძნებული გაერთიანება, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სხვადასხვა დროსა და ვითარებაში გლობალური ომის პარტიის დავალებების უპირობო შესრულება, რომელთაგან ახლა ყველაზე აქტუალურია მეორე ფრონტის გახსნა.
 
„ხალხის ძალის“ დღევანდელი წერილის მიზანი იყო საზოგადოება გაგვეფრთხილებინა, რომ გლობალური ომის პარტიას შუაშისტების სახელით პოლიტიკაში ნინო ლომჯარიას შემოყვანა უნდა, თუმცა, ჩემი აზრით, საზოგადოებამ უკვე კარგად დაინახა ამა თუ იმ პოლიტიკოსის სახე. იმდენჯერ ჩაატარეს მსგავსი ილეთი, რომ საზოგადოებაზე ეს აღარ ჭრის. მერამდენედ უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას - მანამდე იყო გახარია, მერე ვიქტორ ყიფიანი, ახლა ნინო ლომჯარია, რომელიც საქართველოს ბომბებით გადაწვას ნატრობდა. ევროინტეგრაცია იმის საფასურად, რომ საქართველო განადგურდეს, ომისა და ღალატის პარტიის წევრების გარდა, არავის უნდა. იმ ახალგაზრდების უმრავლესობაც კი, რომლებიც მოტყუებით გამოიყვანეს ქუჩაში და გააპროტესტებინეს „ქვეყნის არასწორი მომავალი“, თუ იდეურად ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები არ არიან, არ იქნებიან თანახმა საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის განადგურებისა და ომში ჩართვის ფასად მოხდეს. ეს წერილიც ჩვენი მხრიდან საზოგადოების გაფრთხილებაა, რადგან ჩვენი მოვალეობაა საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ლომჯარიას ირგვლივ არსებული პოლიტიკური დაჯგუფება ვითომდა ახალ დღის წესრიგს რომ დგამს, სინამდვილეში ეს არავითარი ახალი დღის წესრიგი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი აგენტების მიერ დაფუძნებული გაერთიანება, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სხვადასხვა დროსა და ვითარებაში გლობალური ომის პარტიის დავალებების უპირობო შესრულება, რომელთაგან ახლა ყველაზე აქტუალურია მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენი გათვლებით, ეს მომავალშიც აქტუალური იქნება, მას შემდეგაც, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი დაკონსერვდება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი