თამარ ჩიბურდანიძე: ლომჯარიას „ახალი“ ალიანსი ხმებს მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და ოპოზიციურ პარტიებს წაართმევს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ შორის დაპირისპირებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
495 13 სექტემბერი 2023, 16:24
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ევროპელი კონსერვატორების ჯგუფის მიერ ნინო ლომჯარიას სახაროვის პრემიაზე წარდგენას განცხადებით ეხმაურება.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ეს იმის დასტურია, რომ გლობალური ომის პარტია ლომჯარიას ოპოზიციურ ლიდერად ამზადებს.
„ნინო ლომჯარიას წარდგინება ახალ ჯილდოზე არის იმის დასტური, რაზეც გაზაფხულზე ვსაუბრობდით - მას ამზადებენ ოპოზიციურ ლიდერად. დასავლეთის მცდელობა, შექმნან საქართველოში ახალი „ჯანსაღი“ პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ ველზე, ამჯერადაც უშედეგოდ ჩაივლის. პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას გამოიწვევს მათში. სახეზეა „ნაცმოძრაობის“ დაქუცმაცება, ასევე, დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის. ისინი არ დათმობენ ლიდერობას. როგორ გგონიათ, გიორგი ვაშაძე ან „ლელო“ ლიდერობას ვინმესთვის დათმობს? რა თქმა უნდა, არა!
გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას ირგვლივ ამ ეტაპზე გაერთიანებული სახეები: დათო ტურაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი თუ სხვები ისედაც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები იყვნენ. ნინო ლომჯარიას გაერთიანებას ხმას არ მისცემს თუნდაც ნეიტრალური ამომრჩეველი. ლომჯარიას პოლიტიკიდან და წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, მისი ამომრჩეველი აუცილებლად იქნება რადიკალი ოპოზიციონერი. ანუ, ის ხმებს წაართმევს ისევ ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობას“. დასავლეთში ოპოზიციის ლობისტების სტრატეგია ითვალისწინებს „ნაცმოძრაობის“ ჩანაცვლებას ახალი, შედარებით „ჯანსაღი“ და პოლიტიკაში ჯერ კიდევ გაუსვრელი ძალებით, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ხალხისთვის აგენტურას მნიშვნელობა არა აქვს ძველია თუ ახალი. სხვა ქვეყნის იდეოლოგიის უპირობო მსახურებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქართველი ხალხი ხმას აღარ მისცემს. ვარდების რევოლუცია არ და ვეღარ განმეორდება, თუნდაც ახალი აქტორებით. ასე რომ, რამდენი ჯილდოც არ უნდა გადასცენ ნინო ლომჯარიას, მისი მეხივით გავარდნილი სიტყვები - „მირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოში“, ქართველ ამომრჩევლებს ხმის მიცემისას ტყვიასავით გაუელვებს.“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი