დავით ქართველიშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: საქართველოში სამხედრო ბაზის შექმნაზე-ზღვარსგადასული და აბუნტებული ლაქიების დონე სალჩოშიც კი ადეკვატურად შეაფასეს, მადლობა საელჩოს ასეთი მყისიერი რეაგირებისათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
605 13 სექტემბერი 2023, 21:00
“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აფასებს აშშ-საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში სამხედრო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.  

აშშ-ს საელჩოს განმარტებით “შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში".

ქართველიშვილის თქმით, ამას უკვე აღარც ფსკერი ჰქვია, არც კრახი და არც ფიასკო. 

“როგორ არ აღვნიშნო, რომ ახალი ხელმძღვანელის მოლოდინში მყოფმა აშშ-ს საელჩომ სასიამოვნოდ გამაოცა. დღეს "ჟურნალისტად" წოდებული "გლავკანალის" სვავი არ ეშვებოდა ირაკლი კობახიძეს ამ იაფფასიანი და უბინძურესი ფეიკით. კობახიძის არაერთ კონტრშეკითხვას: "წყარო დამისახელეთო" - აბსოლუტური საპასუხო ბოდვა მოჰყვა.

ასე ხდება, როდესაც ამერიკის საელჩო თავისი არასწორი დამოკიდებულებით იმდენად ათამამებს თავის ლაქიებს და მარიონეტებს, რომ ისინი თვით საკუთარ "მემარიონეტეს" ფამილიარულად და "იერარქიულ კიბეზე" საკუთარი რეალური ადგილის დავიწყებით ექცევიან. "გლავკანალს" შეექმნა შთაბეჭდილება, რომ თავის მორიგ ფეიკსა და დეზინფორმაციაზე ისინი პატრონებისგან წამახალისებელ რეაგირებას მიიღებდნენ.

ამჯერად, ზღვარსგადასული და აბუნტებული ლაქიების დონე სალჩოშიც კი ადეკვატურად შეაფასეს. მათ განცხადებას სრულად შემოგთავაზებთ: "აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში".

ამას უკვე აღარც ფსკერი ჰქვია, არც კრახი და არც ფიასკო. ამას საჯარო გაროზგვა თუ გამათრახება ჰქვია, გაბლატავებულ მონას ბამბის პლანტაციაზე მოთმინებიდან გამოსული პატრონი რომ უთავაზებს. მადლობა საელჩოს ასეთი მყისიერი რეაგირებისათვის. არა რუსულ დეზინფორმაციას! არა რუსულ გლავკანალიზაციას!”- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი