ნინო ფოჩხუა: მედია-ქილერებს ჯერ თავისიანებით რომ დაეწყოთ, არ აწყენდათ. კარგად ჩახედონ კოლექტიური მელიების შევსებულ დეკლარაციებს და პრემიერზე შემდეგ აცხონ პასკვილები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
520 16 სექტემბერი 2023, 12:02

რაო, ჩვენი ოპოზიციის პრაქტიკაშიც ყოფილა მშობლების საჩუქარი შვილებზე? მედია-ქილერებს ჯერ თავისიანებით რომ დაეწყოთ, არ აწყენდათ, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით ნიკა მელიას მიერ შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მან მამისგან საჩუქრად 10 000 დოლარი მიიღო, რაზეც ოპოზიციურ მედიას კითხვები არ გასჩენია.

„რაო, ჩვენი ოპოზიციის პრაქტიკაშიც ყოფილა მშობლების საჩუქარი შვილებზე? მედია-ქილერებს ჯერ თავისიანებით რომ დაეწყოთ, არ აწყენდათ. კარგად ჩახედონ კოლექტიური მელიების შევსებულ დეკლარაციებს და პრემიერზე შემდეგ აცხონ პასკვილები.

მესმის მელიას მამას მაღალი ანაზღაურება აქვს, ხელგაშლილია, 10 000 დოლარი რა არის ბატონი ანზორისთვის, მაგრამ მისი შვილის აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის პერიოდში, როგორ შეიძინა მან ამხელა ქონება, რომელიც ვერანაირად ვერ სწვდება მის წლიურ შემოსავალს. კოლექტიურ მელაძეებს არ აქვთ სურვილი მძაფრსიუჟეტიანი „ფილმი“ გააკეთონ მელიასა და მსგავსი მამებისგან დასაჩუქრებულ შვილებზე?”. - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი