ვლადიმერ ბოჟაძე: თუ ირაკლი ღარიბაშვილის მამას არ აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი შვილს, რატომ აქვს ამის უფლება სხვა ოპოზიციონერების მამებს? რატომ არ ითხოვს ,,კრიტიკული მედია" გამოძიების დაწყებას?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
642 16 სექტემბერი 2023, 12:29

ორმაგი სტანდარტი სრულიად მიუღებელია ხალხისთვის და ისმის კითხვა: თუ ირაკლი ღარიბაშვილის მამას არ აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი შვილს, რატომ აქვს ამის უფლება გიგა ბოკერიას, სალომე სამადაშვილის, ნიკანორ მელიას (სხვა ოპოზიციონერების) მამებს? რატომ არ ითხოვს ,,კრიტიკული მედია“ გამოძიების დაწყებას - პასუხი ნათელია, მიზანი ,,ნაციონალური მოძრაობის“ მსახურებაა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ხალხი ბრძენია, კარგად არჩევს სიმართლეს და სიცრუეს, ერთგულებას და ღალატს.

„რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და ,,კრიტიკული მედია“ დიდი ხანია ორმაგი სტანდარტით, სიმართლის დამალვით და ტყუილის გავრცელებით არის დაკავებული. 2012 წლიდან ,,ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულად ,,დაიშალა“ და „გაიშალა“, მისი ლიდერები გადანაწილდნენ სხვადასხვა პარტიებში, ენჯეოებსა და მედიებში, რადგან საზოგადოება მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს გაემიჯნენ დედა პარტიას და თანაც არ აგებენ პასუხს 2004-2013 წლებში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე. 2012 წლის შემდეგ მათი მართვადი მედიები დაუნდობლად, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებით ებრძვიან ,,ქართულ ოცნებას" და მის ლიდერებს, ატყუებენ საზოგადოებას და ამომრჩეველს. თუმცა ორმაგი სტანდარტი სრულიად მიუღებელია ხალხისთვის და ისმის კითხვა: თუ ირაკლი ღარიბაშვილის მამას არ აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი შვილს, რატომ აქვს ამის უფლება გიგა ბოკერიას, სალომე სამადაშვილის, ნიკანორ მელიას (სხვა ოპოზიციონერების) მამებს? რატომ არ ითხოვს ,,კრიტიკული მედია" გამოძიების დაწყებას ან თავად რატომ არ ატარებს #ცრუპენტელანოდარა ,,ჟურნალისტურ გამოძიებას“? პასუხი ნათელია, ვითომ ,,ენჯეოშნიკების“ და ვითომ ,,ჟურნალისტების" მიზანი ,,ნაციონალური მოძრაობის" მსახურებაა, მათი ვიწროპარტიული და პოლიტიკური ინტერესების გატარებაა, საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ეკლესიის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაა, არეულობის და სისხლიანი რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და ათასჯერ უფრო სასტიკი რეჟიმის შექმნაა, ვიდრე ეს 2004-2012 წლებში იყო.

ხალხი ბრძენია, კარგად არჩევს სიმართლეს და სიცრუეს, ერთგულებას და ღალატს, სწორედ ამიტომ 2024 წელს ,,მისი აღმატებულება ამომრჩეველი" კვლავ მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისევე როგორც 2012, 2013, 2014, 2016, 2017, 2018, 2020 და 2021 წლებში იყო.”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი