რომეო მიქაუტაძე და თორნიკე რიჟვაძე დაბა ხულოში გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 19 სექტემბერი 2023, 19:27

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე აჭარაში, დაბა ხულოში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. დაბა ხულოში მშენებარე გაზსადენის საერთო სიგრძე 6,426 გრძივი მეტრი იქნება და ის 363 ადგილობრივი მოსახლის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაზსადენის ინფრასტრუქტურულ მშენებლობას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს.

„ხულოში გაზიფიცირების პროცესი ასევე დაათვალიერეს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ, ამავე კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსმა კახა დვალმა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ხულოსა და ზოგადად, მთიან აჭარას აქამდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. „აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ პირობებს, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სხვა სახის ბიზნესის, განსაკუთრებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას. ზამთარი მთიან აჭარაში მკაცრია. გაზიფიცირების პროექტის დასრულების შემდეგ, ამ მხარის მცხოვრებნი შეძლებენ გაზი გასათბობად გამოიყენონ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკოლოგიურ ვითარებაზე,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

ამჟამად აჭარის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს 4 მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტში, რომლის დასრულების შემდეგ 1,535 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

მთავრობის მიერ დამტკიცებული, გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმის ფარგლებში, აჭარაში, 35 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება, რომელიც 3,696 პოტენციურ აბონენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 2019-2021 წლებში დამატებით 80 ათასზე მეტ ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა, ხოლო მიმდინარე სამწლიანი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივ აირს კიდევ 40 ათასამდე ოჯახი მიიღებს. ხაზგასასმელია, რომ 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება საქართველოს მოსახლეობის 93 პროცენტი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი