დავით ქართველიშვილი TBC ბანკში ცვლილებებზე: მინდა მივულოცო ამ ბანკს ესოდენ სოლიდური და ავტორიტეტული შენაძენი, მიუხედავად მოსალოდნელი სტიგმა-შეძახილებისა („არა რუსულ ბანკს") საკუთარი მისამართით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
623 20 სექტემბერი 2023, 10:33

TBC ბანკში საკადრო ცვლილებებს ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და მას „პერსპექტიულ შენაძენს“ უწოდებს.

„ჩვენს დაძაბულ ყოველდღიურობაში ისედაც არ ვართ განებივრებულები პოზიტიური ინფორმაციით, ამიტომ საწყენია, როდესაც გიმალავენ ან არ აშუქებენ სათანადოდ TBC ბანკში ახალ და პერსპექტიულ შენაძენს. 2023 წლის 13 სექტემბრიდან საქართველოს ამ ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო გიგანტს, საერთაშორისო ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე, აღმასრულებელ კომიტეტში ახალი წევრი, ოლივერ ჰიუზი ჰყავს.

53 წლის ბრიტანელმა ბანკირმა, ოლივერ ჰიუზმა დაამთავრა სასექსის უნივერსიტეტი სპეციალობით „რუსული ენა და ლიტერატურა" (რუსული ფილოლოგიის ბაკალავრი). 1991 წელს სტაჟირებას გადიოდა საბჭოთა კავშირში. შემდგომ, ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა სპეციალობით „საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების მართვა", ხოლო ლიდსის უნივერსიტეტში დაიცვა მაგისტრის დიპლომი „საერთაშორისო პოლიტიკაში". სრულყოფილად ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს. 1998 წელს რუსეთში ადგილობრივი ბანკირებისთვის ჩაატარა ტრენინგები VISA სისტემის ტექნიკურ საკითხებში. 2000 წელს დაინიშნა Visa International-ის მოსკოვის ფილიალის ჯერ რიგით თანამშრომლად, ხოლო 2005 წლიდან გახდა რუსეთში Visa International-ის ოფისის ხელმძღვანელი. 2007 წლის ივნისიდან დაინიშნა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი „Тинькофф банк"-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ხელმძღვანელობით, 2022 წლისთვის "Тинькофф банк"-მა რუსეთის საბანკო სისტემაში მიაღწია მეცამეტე ადგილს თავისი აქტივების ოდენობით. 2016 წელს ოლივერ ჰიუზი რუსეთის ყოველწლიური პრემიის („საბანკო სფერო") მფლობელი გახდა ნომინაციაში "წლის პერსონა", ხოლო "Банки.ру"-ს ვერსიით - 2019 წელს მან რუსეთის „საუკეთესო ბანკირის" ნომინაციაში გაიმარჯვა. „მე მოხარული ვარ შევუერთდე TBC-ის გუნდს და ვუხელმძღვანელო მათი საერთაშორისო ოპერაციების განვითარების სფეროს," - განაცხადა ოლივერ ჰიუზმა და მე მინდა მივულოცო ამ ბანკს ესოდენ სოლიდური და ავტორიტეტული შენაძენი, მიუხედავად მოსალოდნელი სტიგმა-შეძახილებისა („არა რუსულ ბანკს") საკუთარი მისამართით,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი