გია აბაშიძე - "ამხანაგი" ხოშტარია МГИМО- ს ბეჯითი სტუდენტი იყო და კარგად შეუსწავლია რუსული სპეცსამსახურების სტილი - ბოროტი ტყუილების უსინდისოდ გავრცელება იმის მიუხედავად, რომ თავად რუსი ჩეკისტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
609 21 სექტემბერი 2023, 17:21
Ნაცუტიფრების“  ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, კრემლიდან დაფინანსებული ელენე ხოშტარია მორიგ სიყალბეს ავრცელებს. ფაქტია, რომ "ამხანაგი" ხოშტარია МГИМО- ს ბეჯითი სტუდენტი იყო და კარგად შეუსწავლია რუსული სპეცსამსახურების სტილი - ბოროტი ტყუილების უსინდისოდ გავრცელება იმის მიუხედავად, რომ თავად რუსი ჩეკისტია - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „დროა“-ს ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია ოთარ ფარცხალაძესთან და რუს ბიზნესმენებთან.

როგორ აბაშიძე აღნიშნავს, რუსეთის სასარგებლო იდიოტების, ნაცსექტანტების ფარისევლობა უკიდეგანოა.  

„Ნაცუტიფრების“  ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, კრემლიდან დაფინანსებული ელენე ხოშტარია მორიგ სიყალბეს ავრცელებს. ფაქტია, რომ "ამხანაგი" ხოშტარია МГИМО- ს ბეჯითი სტუდენტი იყო და კარგად შეუსწავლია რუსული სპეცსამსახურების სტილი - ბოროტი ტყუილების უსინდისოდ გავრცელება იმის მიუხედავად, რომ თავად რუსი ჩეკისტია.
„რუბლოვნად“ წოდებულმა ხოშტარიამ განაცხადა, რომ როდესაც ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი იყო, სამინისტროსა და შპს „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯს შორის“ მემორანდუმი გაფორმდა, სადაც წერია, რომ სამინისტრო მზადაა, კომპანიას შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელი შეუწყოს.
ხოშტარიას ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი ფარცხალაძის პარტნიორი, რუსი ბიზნესმენი რომან ბოკერიაა.
რუსეთის სასარგებლო იდიოტების, ნაცსექტანტების ფარისევლობა უკიდეგანოა“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი