დავით ქართველიშვილი: სომხეთის პოლიციის კონტრდაზვერვასთან კოორდინირებულად მუშაობის შედეგად გამოვლინდა ქვეყანაში ლტოლვილების საფარქვეშ შემოგზავნილი და მოქმედი 270-მდე უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის აგენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
725 21 სექტემბერი 2023, 22:36
"აიყვანეს 150-მდე ადგილობრივი სომეხი მოქალაქე, რომლებიც იზიარებდნენ ანტირუსულ პოზიციას და რომელთა მიზნები და ამოცანებია მიაღწიონ დესტაბილიზაციას," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი წერს. 

მისი თქმით, სომხეთში ასევე რამდენიმე ასეული უკრაინის მოქალაქის დაკავება. 

 „ტელეგრამ-არხები  იტყობინებიან, რომ 21 სექტემბერს ერევანში მოხდა რამდენიმე ასეული უკრაინის მოქალაქის დაკავება. ქვეყნის პოლიცია კონტრდაზვერვასთან კოორდინირებულად მუშაობს, გამოვლინდა ქვეყანაში ლტოლვილების საფარქვეშ შემოგზავნილი და მოქმედი 270-მდე უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის აგენტი.
გარდა ამისა, აიყვანეს 150-მდე ადგილობრივი სომეხი მოქალაქე, რომლებიც იზიარებდნენ ანტირუსულ პოზიციას და რომელთა მიზნები და ამოცანებია მიაღწიონ დესტაბილიზაციას ერევანში საპროტესტო აქციების დროს და „მაიდანის" სცენარის მსგავსად, მოახდინონ ძალოვნებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა. ГУР-ისა და СБУ-ს მიერ შემოგზავნილ კონტინგენტს წარმოადგენენ 25-დან 40 წლამდე ასაკის ქალები და მამაკაცები, პროფესიონალი აგენტები. 
მამაკაცების ძირითადი ფუნქციაა მოახდინონ ბრბოს სამოქმედო კოორდინაცია ვითარების გამძაფრების მიზნით. ქალები ახდენენ იარაღისა და თვითნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობების ე.წ. "ჩადებებს" ("закладки"), რომლებიც წინასწარ შეისყიდეს ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ერევნის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ნაწილობრივ მხარს უჭერენ უკრაინულ აგენტურას. უახლოეს დღეებში (თუ არა საათებში) მოსალოდნელია პროვოკაციები რუსეთის საელჩოსთან, ასევე ზვართნოცის აეროპორტში. 
აღნიშნული ინფორმაციის წყაროების მონაცემებით, ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას. ჩვენთვის ყოველივე ეს მნიშვნელოვანი და საყურადღებოა სუს-ის ანალოგიური შინაარსის განცხადების ფონზე. გვმართებს ყურადღება და სამართალდამცავი ორგანოების სრული მობილიზაცია. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის კონტეინერით მოგზაურობის პერიოდში, 2021 წლის 28 სექტემბერს კიევი-თბილისის ავიარეისით ჩამოფრენილი ოცზე მეტი უკრაინელი ბოევიკის სამშობლოში უკან დაბრუნების ფაქტი. 
არაა გამორიცხული უკრაინული აგენტურის ნაწილი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდეს. ასევე არაა გამორიცხული, თავის დროზე შემოსული აღნიშნული აგენტურა, უკვე იმყოფებოდეს საქართველოში. 
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, სააკაშვილის მოწოდებები მეტყველებენ იმაზე, რომ გამოუცხადებელი ომის უკანასკნელი ბრძოლის ხაზი, გახსნილად აქვთ გამოცხადებული. იმედია - ჩვენც მზად ვართ ამისთვის," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი