დავით ქართველიშვილი: ნელ-ნელა ირკვევა, თუ რა გზით ხდება ამერიკის კონგრესმენებისა თუ სენატორების მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის შეკვეთილი რეზოლუციების შემუშავებასა თუ სანქციების დაწესებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
741 22 სექტემბერი 2023, 19:55

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამერიკელი სენატორის, ბობ მენენდესისა და მისი მეუღლის, ნადინ არსლანიანისთვის კორუფციაში ბრალის წაყენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ნელ-ნელა ირკვევა, თუ რა გზით ხდება ამერიკის კონგრესმენებისა თუ სენატორების მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის შეკვეთილი რეზოლუციების შემუშავებასა თუ სანქციების დაწესებაში.

„როგორც ამაზე CNBC იუწყება, ამერიკელ სენატორს დემოკრატიული პარტიიდან, ბობ მენენდესსა და მის მეუღლეს, ნადინ არსლანიანს ნიუ-იორკში კორუფციაში ბრალი წაუყენეს. სწორედ მენენდესი იყო აშშ-ის კონგრესში ბოლოდროინდელი ანტიაზერბაიჯანული მოსმენების ინიციატორი. გარდა ამისა, მენენდესი არის აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ კანონპროექტის ავტორი.

მენენდესსა და მის მეუღლეს, ნადინ არსლანიან-მენენდესს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში - წერს ნიუ-იორკის პროკურორი ტვიტერში. დემოკრატი-სენატორი მენენდესი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. სწორედ იმ კომიტეტის, სადაც ჩვენთვის კარგად ცნობილ სენატორებს: შაჰინსა და რიშის ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ ნაწილობრივი სანქციების (სავიზო შეზღუდვები) და ოთარ ფარცხალაძის სრული სანქცირების დაწესებაში, სავარაუდოდ, გადამწყვეტი როლი უკავიათ.

მენენდესსა და ნადინს ბრალად ედებათ სამი მუხლი: შეთქმულებები - ქრთამის აღების, თაღლითობისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიზნით. მენენდესისა და მის მეუღლის ჩხრეკისას 500 ათას დოლარზე მეტი ნაღდი ფული, ოქროს ზოდები, ძვირადღირებული მანქანები და ავეჯი ამოიღეს. საბრალდებო დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ „ამერიკელმა სენატორმა მენენდესმა მიაწოდა „სენსიტიური სამთავრობო ინფორმაცია“ და ასევე სხვა ტიპის დაეხმარა გაუწია ეგვიპტეს“.

უნდა აღინიშნოს, რომ სენატორ მენენდესს აქვს შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აქტიური სომხური ლობის მხარდამჭერის რეპუტაცია, რაც მეტწილად განპირობებულია მისი მეუღლის, ნადინ არსლანიანის სომხური წარმომავლობით. ასეა თუ ისე, ნელ-ნელა ირკვევა, თუ რა გზით ხდება ამერიკის კონგრესმენებისა თუ სენატორების მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის შეკვეთილი რეზოლუციების შემუშავებასა თუ სანქციების დაწესებაში.“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი