თამარ ჩიბურდანიძე: აფხაზეთი და სამაჩაბლო შიდა სისხლიანმა დაპირისპირებამ დაგვაკარგვინა, იმავეს განმეორება სურთ დღესაც უცხო ძალებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
739 23 სექტემბერი 2023, 15:02

მჯერა, საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, სისხლიანი დაპირისპირების თითქმის ყოველდღიური მცდელობები, 90-იანი წლების ავბედით დღეებს გაახსენებს და იმოქმედებს ისე, რომ ჩვენს შეცდომებზე კვლავ სხვებმა არ მოითბონ ხელი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, არც ჩრდილოელ მეზობელს და არც დასავლელ პარტნიორებს არ აწყობთ საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული პოლიტიკის გამტარებელი გუნდი და თუ ასეთი ხელისუფალი მოვა საქართველოს სათავეში, მაშინვე ბრძოლას იწყებენ მის წინააღმდეგ.


"საქართველოს ეროვნული პოლიტიკის გატარებას არ პატიობენ არც რუსეთიდან და არც დასავლეთიდან. 90-იან წლებშიც შიდა სამხედრო დაპირისპირება მაშინდელი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ასევე უცხოეთიდან იყო ინსპირირებული. არც ჩრდილოელ მეზობელს და არც დასავლელ პარტნიორებს არ აწყობდათ საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული პოლიტიკის გამტარებელი გუნდი და დაიწყეს მის წინააღმდეგ ისევ ქართველების ხელით ბრძოლა. შედეგად მივიღეთ ძმათამკვლელი ომი და ტერიტორიების დაკარგვა.

მტერი ძლიერია მაშინ, როდესაც ქართველები ერთმანეთს ებრძვიან. ასე მოხდა მაშინაც - შუაზე გახლეჩილმა ქვეყანამ ვერ შეძლო ფრთხილი და გონივრული პოლიტიკის წარმოება აფხაზების და ოსების მიმართ, რომელთაც ზურგს უმაგრებდა რუსეთი. ბუნებრივია, რუსეთი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და მოხდა ის, რაც მივიღეთ.

რა მოხდება დღეს, თუკი უცხოეთიდან ისევ შეძლეს ქართველებს შორის სისხლიანი დაპირისპირება?
მოხდება ის, რაც მოხდა 90-იან წლებში - შიდა დაპირისპირების შედეგად, მართვის სადავეებს ხელში აიღებს უცხოეთი და სრულად გააკონტროლებს საქართველოს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დასავლეთის იმ პოლიტიკურ სპექტრს, ვინც დღეს მართავს პროცესებს და ცდილობენ ხელისუფლებაში დააბრუნონ მკვლელი რეჟიმის მესვეურები.

რას მიიღებს რუსეთი ამ შემთხვევაში?
მიიღებს დამატებით ტერიტორიებს, რომელზედაც დიდი ხანია თვალი უჭირავს. თუ დასავლეთი მის მიერ მართული პოლიტიკური ოპოზიციით შეძლებს საქართველოში შიდა სისხლიან დაპირისპირებას, რუსეთი აუცილებლად ომს დაიწყებს და გვექნება კიდევ უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორიები. ამ შემთხვევაშიც, ისე, როგორც 90-იან წლებში და ისევე, როგორც 2008 წელს, რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთში მორიგდებიან და საქართველო დარჩება კიდევ უფრო დაქუცმაცებული და უფლებადაკარგული.

ქართულ საზოგადოებას დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება სიფხიზლე და ახლო წარსულის მტკივნეული ფაქტების გახსენება, რომელიც ჯერ არ მოგვშუშებია. ჩვენ არ გვჭირდება სხვა ქვეყნის ქეისების განხილვა, ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა ჩვენივე შეცდომებით. თუმცა, სამწუხაროდ, საკუთარ შეცდომებზე ჭკუას ვერ ვსწავლობთ.

ის პოლიტიკური სპექტრი, ვინც დღეს უცხოეთიდან მართავს პროცესებს ქართულ ოპოზიციაში, იმედია, მალე შეიცვლება. მათ საკუთარ ქვეყნებში საკუთარი მოსახლეობა უპირისპირდებათ, რადგან მცდარი პოლიტიკით უპირველეს ყოვლისა, ავნეს საკუთარ ხალხს.

ყოველი ახალი ეპოქის დასაწყისში ხელახლა გვიწევს არჩევანის გაკეთება ეროვნულ თვითმყოფადობასა და სრულ მორჩილებას შორის. დღესაც სწორედ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ. უცხო ძალები ცდილობენ ეს არჩევანი მათ სასარგებლოდ გაგვაკეთებინონ, ჩვენ კი ვცდილობთ ეს არჩევანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გავაკეთოთ.

მჯერა, საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, სისხლიანი დაპირისპირების თითქმის ყოველდღიური მცდელობები, 90-იანი წლების ავბედით დღეებს გაახსენებს და იმოქმედებს ისე, რომ ჩვენს შეცდომებზე კვლავ სხვებმა არ მოითბონ ხელი“, - წერს ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი