თამთა მეგრელიშვილი: გიორგი ქადაგიძე იყო ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ზონდერი, რომელიც კანონის უხეში დარღვევით კანცელარიაში იბარებდა საჯარო სამსახურების თანამშრომლებს და დაშინების გზით აიძულებდა არ შეერთებოდნენ „ქართულ ოცნებას“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
635 24 სექტემბერი 2023, 16:57
საოცარი ლუსტრაციის მოწმე გავხდით, საზოგადოებაში ეროვნული ბანკის რეპუტაციის შელახვის მიზნით გამართულ მარათონში რომან გოცირიძე დაწინაურდა სტატიით "ეროვნული ბანკის დაცემა, აღდგომა და დაცემა". ამ სტატიაში ის მიმოიხილავს ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელებს და განსაკუთრებულ ხოტბას ასხამს გიორგი ქადაგიძეს" - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომან გოცირიძე ხოტბას ასხამს გიორგი ქადაგიძეს, რომლის მოღვაწეობის დროსაც რამოდენიმე კომერციულმა ბანკმა შეწყვიტა არსებობა მაგალითად, "ინტელექტბანკმა", მის დროს ამუშავდა "ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემა.

„საოცარი ლუსტრაციის მოწმე გავხდით, საზოგადოებაში ეროვნული ბანკის რეპუტაციის შელახვის მიზნით გამართულ მარათონში რომან გოცირიძე დაწინაურდა სტატიით "ეროვნული ბანკის დაცემა, აღდგომა და დაცემა".
ამ სტატიაში ის მიმოიხილავს ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელებს და განსაკუთრებულ ხოტბას ასხამს გიორგი ქადაგიძეს.
დიახ, იმ გიორგი ქადაგიძეს, რომლის მოღვაწეობის დროსაც რამოდენიმე კომერციულმა ბანკმა შეწყვიტა არსებობა მაგალითად: "ინტელექტბანკმა", "სტანდარტ ბანკმა", მის დროს ამუშავდა "ქართუ ბანკის" გაკოტრების სქემა.
გიორგი ქადაგიძე იყო ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ზონდერი, რომელიც კანონის უხეში დარღვევით კანცელარიაში იბარებდა საჯარო სამსახურების თანამშრომლებს და დაშინების გზით აიძულებდა არ შეერთებოდნენ "ქართულ ოცნებას".
ანუ, გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და პოლიტიკურ აგიტაციას პირდაპირ ეწეოდა, რაც მისი გათავისუფლების უპირობო საფუძველს წარმოადგენდა!
ბატონო რომან, ეს გიორგი ქადაგიძეა მეტრი და ეტალონი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის?!
მინაწერი: რომან გოცირიძევ, ისე თქვენ ის კაცი ხართ, საკუთარ თავს პრემიებს რომ უწერდით, ანუ არასამუშაო დღეებში საკუთარი ბრძანებით საკუთარ თავსვე იბარებდით სამსახურში და პრემიას უწერდით. ამაზე საუბრობს და ამაზე ქილიკობს ყველა, მათ შორის თქვენი ყოფილი თანაპარტიელები. ბატონო რომან, უხერხულობას ხომ არ გრძნობთ?! როგორ ბრძანდებით?!“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი