ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილზე: ბალტიის ქვეყნები მოიარა ქალბატონმა და „დიდმა ძმებმა“ გზავნილები გამოატანეს, ოღონდ არა ქართველი ხალხისთვის, მხოლოდ გლობალური ომის პარტიის ქართული ფილიალისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
637 28 სექტემბერი 2023, 21:39
„ხალხის ძალის“  წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოში დაბრუნებასა და მის მიერ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოწყობილ საგანგებო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, პრეზიდენტმა ყველა უსამშობლო თავისთან დაიბარა, რათა გააცნოს გეგმები და გადასცეს დანაბარებები, თუ ვინ, როგორ და რა დროს უნდა იპარაზიტოს.


„დაგვიბრუნდა „ლუდოვიკოს ციცა“ ევროპიდან და ყველა „შარახვეტია“, „სპეკულანტი“ და  „უსამშობლო“ თავისთან იხმო.

ბალტიის ქვეყნები მოიარა ქალბატონმა და „დიდმა ძმებმა“ გზავნილები გამოატანეს, ოღონდ არა ქართველი ხალხისთვის, მხოლოდ „გლობალური ომის პარტიის“ ქართული ფილიალისთვის.

ჰოო, სულ დამავიწყდა - სალომე დაუწინაურებიათ და რიგითი დისტრიბუტორობიდან, „გლობალური ომის პარტიის“ „სუპერ-ვაიზერობა“ უბოძეს.

ამანაც დაიბარა ყველა უსამშობლო თავისთან, რათა გააცნოს გეგმები, გაუნაწილოს „ნარატივები“, გადასცეს დანაბარებები, თუ ვინ, როგორ და რა დროს უნდა იპარაზიტოს…

აბა, თქვენ იცით, ნაყინი არ დაგეწუწოთ „საიდუმლო სე(ი)რობაზე”…“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი