თამარ ჩიბურდანიძე: არ დაგვჭირვებია კარვები 2012 წელს, ისე მოვუგეთ არჩევნები სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. თუ მაგრები არიან, ხალხი დაარწმუნონ საკუთარ სიმართლეში".
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
698 30 სექტემბერი 2023, 14:28
„მსოფლიო წინ მიდის, მათ შორის, პოლიტიკური ბრძოლის ფორმებითაც, ჩვენი ოპოზიცია კი ისევ წარსულში ჩარჩა“,-ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. ჩიბურდანიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 30 წლის მანძილზე ახალი, კულტურული და მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის წესები დაამკვიდრა. ეს შეუძლია მხოლოდ ძლიერს და ხალხისთვის ანგარიშგასაწევ ძალას. „მსოფლიო წინ მიდის, მათ შორის, პოლიტიკური ბრძოლის ფორმებითაც, ჩვენი ოპოზიცია კი ისევ წარსულში ჩარჩა. კარვები, ლეიბები და ქუჩის საბოტაჟი წარსულის ფორმებია და არსად შედეგი არ მოუტანია, მათ შორის, არც საქართველოში. ჩვენც ვშლიდით კარვებს რუსთაველზე ოპოზიციაში ყოფნისას, მაგრამ, როგორც ვშლიდით, ისევე ვიღებდით. ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 30 წლის მანძილზე ახალი, კულტურული და მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის წესები დაამკვიდრა ხალხის დარწმუნება შენს სიმართლეში და არჩევნების მშვიდობიანი გზით მოგება. ეს შეუძლია მხოლოდ ძლიერს და ხალხისთვის ანგარიშგასაწევ ძალას. ქართული ოპოზიცია არც ერთია და არც მეორე. მათ ტყუილებს უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება. არც ჰყავთ ახალი სახეები, რომ ხალხის ახლებურად მოტყუება შეძლონ, ამიტომ ცუდ დღეში არიან. ერთადერთი გზა რჩებათ, უცხოელი ლობისტების და უკრაინელი მებრძოლების დახმარებით, რევოლუციის მოხდენა, რის საშუალებასაც მათ ხელისუფლება არ აძლევს. როგორც ჩანს, უსაფრთხოების სამსახურს ბევრად უფრო მძაფრი ინფორმაცია აქვს ოპოზიციის მზაკვრულ გეგმებზე, რასაც ნაწილობრივ ვხედავთ კიდეც. მიუხედავად მათი გეგმებისა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ოპოზიციას არ გაჰყვება. ერთადერთი, ვისზედაც უცხოური გრანტების საშუალებით სერიოზულად მუშაობენ, არიან სტუდენტები, მაგრამ ამ სტუდენტობაშიც მათ წინააღმდეგ განწყობილნი გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე მხარდამჭერები. აქედან გამომდინარე, კარვებისა და რევოლუციების მოწყობას ურჩევნიათ ჩვენს გზას გაჰყვნენ და ხალხთან იმუშაონ. არ დაგვჭირვებია კარვები 2012 წელს, ისე მოვუგეთ არჩევნები სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. თუ მაგრები არიან, ხალხი დაარწმუნონ საკუთარ სიმართლეში“, - წერს ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი