თამარ ჩიბურდანიძე: ჩუგოშვილმა პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს - კონსტიტუციის დარღვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
624 03 ოქტომბერი 2023, 15:57
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვას განცხადებით ეხმაურება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განხილვაზე თავადვე აღიარეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

„ირაკლი კობახიძემ უფასო მასტერ-კლასი ჩაატარა კონსტიტუციაზე. არც ერთი სიტყვა პოლიტიკაზე, მხოლოდ სამართლებრივი ენა, კონსტიტუციის ველიდან არ გასულა, განსხვავებით პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან, რომლებიც პოლიტიკურ ჭრილში ცდილობდნენ აეხსნათ პრეზიდენტის ქმედება.

ცნობისთვის, თამარ ჩუგოშვილი იმავე კონსტიტუციაზე მუშაობდა, რასაც ამდენი ხანია ირაკლი კობახიძე უხსნიდა დეტალურად. საკონსტიტუციო სასამართლოზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა თქვა: „ეს არ იყო წარმომადგენლობითი ვიზიტი და ამიტომ არ სჭირდებოდა მთავრობის ნებართვა“.

ვსვამ კითხვას, თუ არ სჭირდებოდა მთავრობის ნებართვა, მაშინ რატომ მიმართა ნებართვისთვის პრეზიდენტმა მთავრობას? კონსტიტუციის ეს მუხლი არ იცოდა? რა თქმა უნდა, იცოდა.

კიდევ ერთი ლაფსუსი, თამარ ჩუგოშვილი კითხულობს პრეზიდენტის ინტერვიუდან ამონარიდს ევროპაში ვიზიტის დროს: „აქ ჩამოსვლისთვის ფორმალურად არ ვარ ავტორიზებული, მაგრამ ...“

განვმარტოთ ეს სიტყვები: ფორმალურად, ანუ - კანონიერად! ავტორიზებული, ანუ - ნებადართული! ჩუგოშვილმა პრეზიდენტის სიტყვების ციტირებით ფაქტობრივად თავად გამოუტანა განაჩენი პრეზიდენტს - კონსტიტუციის დარღვევა!“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება. სასამართლოს მსჯელობის საგანია, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი